როდესაც ჩემმა მოდელმა დაქალმა ეს დიეტა მირჩია, გაოცება ვერ დავმალე. მინუს 10 კგ-მდე 5 დღეში.

როდესაც ჩემმა მოდელმა დაქალმა ეს დიეტა მირჩია, გაოცება ვერ დავმალე. მინუს 10 კგ-მდე 5 დღეში.
გაგიკვირდებათ, თუმცა არსებობს ალკოჰოლური სასმელი, რომელიც არაჩვეულებრივია არა მხოლოდ დატვირთული დღის შემდეგ განწყობის ასამაღლებლად, არამედ წონის დასაკლებად და ფიგურის კორექტირებისთვის. გამოცდილი დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ორგანიზმისთვის ძალზედ სასარგებლოა წითელი ღვინო, რა თქმა უნდა, თუ მას გონივრული რაოდენობით მივიღებთ.

დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გაგაცნობთ ღვინის დიეტის ძირითად პრინციპებს. ეს დიეტა განსაკუთრებული პოპულარობით მოდელებსა და მსახიობებს შორის სარგებლობს, რადგან ის ხანმოკლე დროში გვაძლევს სასურველ შედეგს.

ღვინის დიეტა

აღსანიშნავია, რომ გარდა დამამშვიდებელი და მომადუნებელი ეფექტისა, წითელი ღვინო გვეხმარება წონის დაკლებაში, დაბერების პროცესის შენელებაში და სიცოცხლის გახანგრძლივებაში.

რესვერატროლი - აქტიური ნივთიერება, რომელსაც ჭარბად შეიცავს წითელი ღვინო. ეს ნივთიერება გვეხმარება ქოლესტერინის დონის შემცირებაში, აქვს ანტიოქსიდანტური და ანტიმუტაგენური ეფექტი, ფლობს ანთების საწინააღმდეგო თვისებებს და ა.შ. რესვერატროლი არა მხოლოდ გვიწყობს ხელს წონის დაკლებაში, არამედ თავიდან გვარიდებს ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას.

ღვინის დიეტის წესები და პრინციპები
  1. გამორიცხეთ კვების რაციონიდან შაქარი და მისი შემცველი პროდუქტები.

  2. თქვით უარი მარილზე. ჭარბი რაოდენობით მარილის მიღება განაპირობებს ორგანიზმში სითხის შეკავებას.

  3. სითხეებიდან ნებადართულია მხოლოდ წითელი მშრალი ღვინისა და უბრალო წყლის მირთმევა. წყალში შეგიძლიათ ჩაწუროთ ნახევარი ლიმონის წვენი. შეიკავეთ თავი ჩაის, ყავის და გაზირებული უალკოჰოლო სასმელების მიღებისგან.

  4. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ჭამიდან ჭამამდე დაიცვათ ინტერვალი არანაკლებ 2 საათისა. ინტერვალი სადილსა და ვახშამს შორის უნდა შეადგენდეს 3 საათს.

  5. შეგიძლიათ ღვინის წყლით განზავებაც. გაითვალისწინეთ, ნებადართულია ღვინის ჩასხმა წყალში და არა პირიქით.

  6. ღვინის დიეტის ხანგრძლივობა - 5 დღე.


5 დღის განმავლობაში თქვენი კვების მენიუ უნდა იყოს შემდეგნაირი:

  • საუზმე: 1 პომიდორი და 2 მსუბუქად მოხარშული კვერცხი.
  • მე-2 საუზმე: 1 ვაშლი (უმჯობესია მწვანე).
  • სადილი: 200 გრამი დაბალი ცხიმიანობის ხაჭო და 1 კიტრი.
  • ვახშამი: ნებადართულია მხოლოდ 200 მილილიტრი წითელი მშრალი ღვინის მიღება.

წითელი მშრალი ღვინო სტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას და განაპირობებს საკვების ხარისხიანად გადამუშავებას. ეს დიეტა წარმოუდგენლად ეფექტურია, რადგან კვების ასეთი რაციონის დროს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესები საგრძნობლად ჩქარდება.

თუ თქვენ 5 დღის განმავლობაში კვების ამ მენიუს ზუსტად დაიცავთ, შეძლებთ წონაში 5-დან 10 კილოგრამამდე დაკლებას. გარდა წონის დაკლებისა, რეგულარულად ასეთი განტვირთვის დღეების მოწყობა სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.