ხალხური რეცეპტი, რომელიც გულის ცემის ცვლილების დროს უნდა გამოვიყენოთ

ხალხური რეცეპტი, რომელიც გულის ცემის ცვლილების დროს უნდა გამოვიყენოთ
გულის დავადებათა სხვადასხვა მიზეზებს შორის ერთერთს წარმოადგენს არასწორი დიეტა. ამიტომაც გულის დაავადებათა მკურნალობა შეიძლება მხოლოდ სწორი დიეტის ჩატარების გზით.მეცნიერული გამოკვლევებით დამტკიცებულია, რომ სახამებელის მოლეკულა არ იხსნება არც წყალში, არც სპირტში და არც ეთერში. ისეთი პროდუქტების გამოყენების დროს როგორიცაა პური, კარტოფილი და სხვა სახამებელის შემცველი პროდუქტები.
გული არის ჯანმრთელი მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ტუმბავს სუფთა სისხლს, მაგრამ თუ სისხლი დაჭუჭყიანებულია, მაშინ ასეთი სისხლის გადატუმბვა გულს ძალიან უძნელდება.
ყველაზე რაციონალურ მეთოდად გულის ყველა დაავადების სამკურნალოდ ითვლება ნედლი, ვეგეტარიანული დიეტა, რომლის დროსაც ავადმყოფები იღებენ ნედლი ბოსტნეულის წვენებს. ყველა სახის დიეტური საკვებიდან ამოღებული უნდა იქნას: სახამებელი, შაქრისა და რძის პროდუქტების შემცველობა. ხალხური მედიცინა გულის ოდნავი ტკივილების შემთხვევაშიც კი ძველთაგანვე ურჩევდა ავადმყოფებს ხანგრძლივად ესვათ იის ყვავილებისგან დამზადებული ჩაი, ხშირ-ხშირად მთელი დღის განმავლობაში.

გულისა და ფილტვების დაავადების დროს ძვირფას რეცეპტად ითვლება: 400 გრამი კარაქი, 400 გრამის ღორის მუცლის ქონი, 400 გრამი თაფლი, 400 გრამი შაქარი, 100 გრამი კაკაო, 8 კვერცხის ცილა, 3 ჭიქა ნაღები. ავთქვიფოთ ერთად ცილა, ნაღები და კაკაო, ხოლო კარაქი და ქონი გავადნოთ ერთად და საერთოდ ყველაფერი წამოვადუღოთ, ვიდრე არ მივიღებთ ბლინის მსგავს ცომს, არაუმეტეს 3ჯერ წამოვადუღოთ, გავაციოთ და დავლიოთ ერთი ჩაის კოვზი 3 ჯერ დღეში.

გულის ცემის ცვლილების დროს: საჭიროა ქვაბში ჩავასხათ 250 მ/ლ და ავადუღოთ. ადუღებისთანავე შევანელოთ ცეცხლი მანამ, სანამ დუღილს შევამცირებთ მინიმუმამდე. ქვაბის ნაპირზე ფრთხილად ჩავყაროთ 5 გრამი „ადონისი“ ანუ ცხვირისატეხელას ბალახი და ასე ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 3 წუთს, დავახუროთ ქვაბს და დავდგათ თბილ ადგილზე 20 წუთს, გავწუროთ და მივიღოთ ნაყენი 1 სუფრის კოვზი 3 ჯერ დღეში. შედეგს მალე ვიგრძნობთ.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:ხალხური მედიცინით მკურნალობის აღმოსავლური მეთოდები