ალერგია, ძირითადი გამოვლინებები და მკურნალობის ხალხური რეცეპტები
ალერგია - ეს არის “არანორმალური”, მომატებული მგრძნობელობა იმ ნივთიერებების მიმართ, რომლებიც უსაფრთხოდ არიან მიჩნეულნი და მათთან კონტაქტი სხვა ადამიანების მიერ, ჩვეულებრივ, ნორმალურად გადაიტანება. ალერგია გამოვლინდება ალერგიული დაავადების სიმპტომების სახით. ალერგია ყველაზე ხშირად გვხვდება რესპირატორული ალერგიის ანუ სასუნთქი გზების ალერგიის, ალერგიული დერმატოზების, ალერგიული ენტეროპათიისა და ანაფილაქსიური შოკის სახით.
დღეს ალერგიით დაავადებულია ყოველი მესამე ადამიანი. ალერგიით დაავადებების შემთხვევები და მისი სიმძიმე განუხრელად იზრდება მთელს მსოფლიოში.
ალერგიის ძირითადი სიმპტომები
FPAPARAZZI-ს რედაქციამ ამ სტატიაში თავი მოუყარა ალერგიის სამკურნალო რამოდენიმე მოქმედ ხალხურ რეცეპტს, გადაავლეთ თვალი, ჩაინიშნეთ და გამოიყენეთ.
დღეს ალერგიით დაავადებულია ყოველი მესამე ადამიანი. ალერგიით დაავადებების შემთხვევები და მისი სიმძიმე განუხრელად იზრდება მთელს მსოფლიოში.
ალერგიის ძირითადი სიმპტომები
- სურდო
- ცრემლდენა
- ცხვირის, თვალების, სასის ქავილი
- ცემინება
- ცხვირის დაცობა
- ცხვირში ზეწოლის შეგრძნება
- ყურების დახშობა
- თვალების ქვემოთ მუქი რკალები
- კანზე გამონაყარი ( ჭინჭრის ციება)
FPAPARAZZI-ს რედაქციამ ამ სტატიაში თავი მოუყარა ალერგიის სამკურნალო რამოდენიმე მოქმედ ხალხურ რეცეპტს, გადაავლეთ თვალი, ჩაინიშნეთ და გამოიყენეთ.
- იაპონური ცხრატყავა და სხვა სახის ცხრატყავები, როგორიცაა ღინღისებრი, ბოძის მსგავსი და მსხვილყვავილოვანი, გამოიყენება ჭინჭრის ციების ანუ ჭინჭრის ალერგიის დროს, როგორც შოკის, ისე ალერგიული გამონაყარისა და შესივების დროს. იღებენ როგორც ყვავილს, ისე ფოთლებსა და ტოტებს.
- დღის დოზა ყვავილებზე 4-6 გრამი.
- ტოტებსა და ფოთლებზე 12-16 გრამი.
- დღის დოზა ყვავილებზე 4-6 გრამი.
- კოთხუჯი. კანის მძიმე ეგზემის დროს მიიღებენ კოთხუჯის ფესვების აბაზანებს. 5 ლიტრ წყალზე იღებენ ნახევარ ჭიქა კოთხუჯს. აყოვნებენ 1 საათის განმავლობაში და გადაიტანენ აბაზანაში. წინასწარ აურევენ. აბაზანის მიღების პროცედურა გრძელდება 10-15 წუთს. აბაზანა უნდა მიიღოთ დაბანის შემდეგ. აბაზანის შემდეგ არ უნდა შეიმშრალოთ სხეული, რათა მისცეთ საშუალება ნახარშს იმოქმედოს დაზიანებულ კანზე. თუ კანი მოიჭიმება უნდა წაისვათ ქაცვის თხევადი რძე.
- ჩვეულებრივი თავშავა. გამოიყენება ყვავილობის დროს შეგროვილი მთლიანი მცენარე. ავადმყოფის ასაკის შესაბამისად გამოიყენებენ 5-15 გრამ გამომშრალ მცენარეს. მას იღებენ ფხვნილის სახით სამჯერ დღეში ჭამამდე და აყოლებენ ანადუღარ წყალს. გამოიყენებენ ცხლად.
- იორდასალამი. ქერქი და ფესვი გამოიყენება ძლიერი სურდოვანი ალერგიის დროს. უნდა მივიღოთ პიონის ქერქის და ფესვების ფხვნილი. დღიური დოზა არის 10-12 გრამი. ფხვნილი აუცილებელია მივიღოთ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. პრეპარატის რაოდენობის სიზუსტის დაცვა აუცილებელია. დოზირების ცვლა დაუშვებელია. ბავშვებისთვის დოზა 6 გრამია დღეში. ალერგიული სურდოს დროს თუ ბავშვისათვის რთულია ფხვნილის მიღება, გააკეთეთ მისგან კანფეტთან ან მურაბასთან ერთად ნაზავი და ისე მიეცით ავადმყოფს. შეიძლება ფხვნილის განზავება კომპოტთან ერთად.