აუცილებლად შეასწავლეთ თქვენს ბავშვებს ეს ვარჯიშები!

აუცილებლად შეასწავლეთ თქვენს ბავშვებს ეს ვარჯიშები!
მოცემულ რეკომენდაციას ექიმი-ოსტეპატი ჟაკ ტომა იძლევა. თავდაპირველად საჭიროა დაიწყოთ 5-7 გამეორებით თითო ვარჯიშზე, შემდეგ კი მუდმივად გაზარდოთ ინტენსივობა (10-12 გამეორება, 5 ჯერი). FPAPARAZZI-ს რედაქციის მიერ მომზადებული ეს სტატია ეძღვნება ბავშვებში ხერხემლის ფორმის გასწორებას.


ვარჯიშები ბავშვების სწორი ხერხემლისათვის:
  1. თვითმფრინავი - ბავშვი ფეხებს ერთად ალაგებს და შლის ხელებს განზე მხრების სიმაღლეზე. ახლა ხელების მაჯებში მოხრის გარეშე შესაძლებელია "ფრენა". დახაროთ ხერხემალი და ხელები განსხვავებული მიმართულებით.
  2. წისქვილი - ერთი ხელით დოინჯი, მეორე კი აღმართულია და ხაზავს წრეს აჩქარებული ტემპით, წინ და უკან. შემდეგ აუცილებელია ხელების შეცვლა.
  3. შეშის მჭრელი - დაალაგეთ ფეხები მხრების სიგანეზე, ხელში აიღეთ ჯოხი - ბავშვი აკეთებს ღრმა მოქნევას უკან და იხრება წინ. (შეშის დაჩეხვის იმიტაცია)
  4. თევზი - ბავშვი მუცელზე წევს, ხელები წინ ერთად არის გამართული, ფეხები კი უკან ერთად.საჭიროა ხელები და მკერდი აზიდოს ზევით შემდეგ კი დაუბრუნდეს საწყის პოზიციას, აწიოს ფეხებ და კვლავ საწყის პოზიციას დაუბრუნეს, შემდეგ კი ხელებ და ფეხებ აწეულმა იქანაოს მუცელზე.
  5. სასწორი - ბავშვმა სავარჯიშო ჯოხი, ორი ვედროთი ისე უნდა გაატაროს, რომ წყალი არ დაღვაროს.
  6. მერცხალი - ეს ვარჯიში სასარგებლოა იმისათვის, რომ გაძლიერდეს ხერხემალი და მოხდეს ვესტიბულარული პარატის გავარჯიშება. საჭიროა ფეხები ერთად დალაგდეს და დაუშვათ ხელები დაბლა. შემდეგ მარჯვენა ფეხს ვწევთ უკან, ხოლო ხელებს ვშლით განზე და ვჩერდებით 30 წამით. შემდეგ კი ვიმეორებთ მოძრაობას მარცხენა ფეხზეც.
  7. ველოსიპედი - ეს არის ცნობილი ვარჯიში პრესის გასაძლიერებლად და ბავშვებში სწორი ხერხემლის ჩამოსაყალიბებლად. ბავშვი წვება ზურგზე და ატრიალებს ფეხებს ჰაერში, თითქოს ველოსიპედს ატარებდეს. შემდეგ შესვენებისას შეგიძლიათ შეასრულოთ ფეხებით მაკრატლის მოძრაობები.