ხალხური რეცეპტები ბუასილის (ჰემოროის) სამკურნალოდ
სწორი ნაწლავის დაავადებათა შორის, ბუასილი (ჰემოროი) – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. შესაბამისად ბუასილი (ჰემოროი) არის პროქტოლოგთან მიმართვის ყველაზე ხშირი მიზეზი.
ცხოვრების თანამედროვე წესების გამო, ბუასილით (ჰემოროით) დავადებულთა რაოდენობა იზრდება. პროქტოლოგთა პაციენტების 40% სწორედ ბუასილის (ჰემოროის) გამო მიმართავს ექიმს. ბუასილი (ჰემოროი) იშვიათად გვხდება ახალგაზრდებს შორის (20 წლამდე). ძირითადად, ბუასილით ავადდებიან 25-დან 65-წლამდე. საკმაოდ რთულია იმის თქმა, თუ რა სიხშირით გვხვდება ბუასილი (ჰემოროი) მამაკაცთა და ქალთა შორის. ძირითადი მიზეზია-მორიდება; ავადმყოფები, საკითხის დელიკატურობის გამო თავს არიდებენ პროქტოლოგთან ვიზიტს. გამორიცხული არაა ბუასილი (ჰემოროი) ქალთა და მამაკაცებს შორის გვხვდებოდეს ერთნაირი სიხშირით.
ხშირად ბუასილი (ჰემოროი) ვლინდება და მწვავდება ორსულ ქალებში ან მშობიარობისას. სტატისტიკური მონაცემებით: გოგონებში ბუასილი (ჰემოროი) ვლინდება 5-ჯერ იშვიათად, ვიდრე ერთხელ მაინც ნამშობიარევ ქალებში. მშობიარეთა ასაკის გათვალისწინებით, ქალებში, რომლებმაც იმშობიარეს 30 წლის ასაკში, ბუასილი (ჰემოროი) გვხვდება 3-ჯერ იშვიათად, ვიდრე ორსულობისას 20 წლის ასაკში.
ცხოვრების თანამედროვე წესების გამო, ბუასილით (ჰემოროით) დავადებულთა რაოდენობა იზრდება. პროქტოლოგთა პაციენტების 40% სწორედ ბუასილის (ჰემოროის) გამო მიმართავს ექიმს. ბუასილი (ჰემოროი) იშვიათად გვხდება ახალგაზრდებს შორის (20 წლამდე). ძირითადად, ბუასილით ავადდებიან 25-დან 65-წლამდე. საკმაოდ რთულია იმის თქმა, თუ რა სიხშირით გვხვდება ბუასილი (ჰემოროი) მამაკაცთა და ქალთა შორის. ძირითადი მიზეზია-მორიდება; ავადმყოფები, საკითხის დელიკატურობის გამო თავს არიდებენ პროქტოლოგთან ვიზიტს. გამორიცხული არაა ბუასილი (ჰემოროი) ქალთა და მამაკაცებს შორის გვხვდებოდეს ერთნაირი სიხშირით.
ხშირად ბუასილი (ჰემოროი) ვლინდება და მწვავდება ორსულ ქალებში ან მშობიარობისას. სტატისტიკური მონაცემებით: გოგონებში ბუასილი (ჰემოროი) ვლინდება 5-ჯერ იშვიათად, ვიდრე ერთხელ მაინც ნამშობიარევ ქალებში. მშობიარეთა ასაკის გათვალისწინებით, ქალებში, რომლებმაც იმშობიარეს 30 წლის ასაკში, ბუასილი (ჰემოროი) გვხვდება 3-ჯერ იშვიათად, ვიდრე ორსულობისას 20 წლის ასაკში.
- ბუასილის და თრომბოფლებიტის სამკურნალოდ: 50 გრ. ცხენისწაბლას ყვავილს ან ნაყოფს ასხამენ 0,5 ლიტრ 50% არაყს. იღებენ 30-40 წვეთს 3-4 ჯერ დღეში ჭამის წინ. 3-4 კვირის განმავლობაში.
- აიღეთ 2-3 სუფრის კოვზი გვირილას ყვავილი, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი კარგად თავდახურულ ჭურჭელში, გაწურეთ. იხმარეთ გარეგან საშუალებად საფენების სახით.
- ბუასილის დროს რეკომენდირებულია: დიდგულას ყვავილის ნაყენის ან ნახარშის აბაზანის მიღება. დიდგულას ყვავილის ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 5 გრ (1 სუფრის კოვზი) ნედლეული. მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. გააცივეთ 45 წუთი, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის მიღებამდე (200 მლ). ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თბილი სახით 1/3-1/2 ჭიქა 2-3 ჯერ დღეში.
- ქავილი და უსიამოვნო შეგრძნება მაშინვე გაქრება, თუ მტკივნეულ ადგილზე წავისვამთ მომზადებულ ნახარშს: მოხარშეთ 4 კბილი ნიორი, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლში და ერთ ჩაის კოვზ ვაშლის ძმარში.
- დეფეკაციის ყოველი აქტის შემდეგ სისუფთავის დაცვა ბუასილის მკურნალობის ძლიერ მნიშვნელოვანი ფაქტორია, გაისუფთავეთ უკანა ტანი ბამბის ჯერ წყალში დასველებული ტამპონით, შეიყვანეთ ღრმად ანუსში, შემდეგ E ვიტამინ დამატებული ლიმონის წვენში დასველებული ტამპონით დაისველეთ მტკივანი ადგილები. გაჩნდება წვის შეგრძნება, მაგრამ ეს გემაროიდული კვანძების შეკუმშვის შედეგია.
- ბუასილს მთლიანად კურნავს: მენთოლი - 2,5 გრ, ანესთეზინი -1,5 გრ, ნოვოკაინი -15 გრ, სპირტი - 100გრ. პროცედურის ჩატარება საკმარისია დღეში ერთხელ, ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონით, პროცედურებს თან ახლავს ხანმოკლე წვა, რამაც არ უნდა შეგაშინოთ.
- 2 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ( გალესილი) კანიფოლი აურიეთ ¼ ჭიქა მზესუმზირის ზეთში. დააყენეთ 10-15 წუთი ცხელი წყლის აბაზანაზე. ღამით მტკივნეულ ადგილზე დაიდეთ ან ნარევში დასველებული ბამბის ტამპონი.
- 15 გრამ ფარმანდუკის ფოთლებს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ცოტა ხანს ასე გააჩერეთ. ეფექტის გასაძლიერებლად ამ ბალახს შეგიძლიათ ოროვანდის დაქუცმაცებული ფესვი შეურიოთ. აიღეთ ერთიც და მეორეც სუფრის კოვზის ოდენობით1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალზე. გააჩერეთ 8 საათს, შემდეგ გაწურეთ და სვით თითო სუფრის კოვზის ოდენობით 3-4 ჯერ დღეში.
- აიღეთ სოჭზე მიმაგრებული თეთრის ფითრის ღერო ფოთლებთან ერთად. დაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი და დადგით ერთი ღამე. დილით ეს წყალი დალიეთ. ეს პროცედურა ხშირად გაიმეორეთ.
- 200 გრამი ტყის პიტნა გაასუფთავეთ და სამ ლიტრა ადუღებულ წყალში ჩაყარეთ. მოადუღეთ და გააცივეთ. მიიღეთ დღეში 4 ჯერ 100 გრამი.
- აიღეთ ვერხვის ფოთლები და დაიდეთ ბუასილის კვანძებზე 2 საათით. თუ შეგრძნებები მტკივნეული და გაუსაძლისი იქნება, ფოთლები მოიშორეთ და კვანძები მოიბანეთ ცივი წყლით. ორი დღის შემდეგ შეიგიძლიათ გაიმეოროთ სეანსი. კვანძების დაცხრომისა და ზომაში შემცირების კვალობაზე, რაც შეიძლება იშვიათად იხმარეთ ვერხვის ფოთლები და გადადით მხოლოდ ცივი წყლით მობანვზე. ასევე ყოველი კუჭში გასვლის შემდეგაც მოიბანეთ ცივი წყლით.
- ქვაბში აადუღეთ 3 ლიტრი წყალი. გახსენით მასში 20 გრ შაბი, დაახურეთ სახურავი, 2-3 წუთის შემდეგ ჩაასხით ნარევი ვედროში და დასვით მასზე ავადმყოფი, რათა გაიოფრთქლოს სწორი ნაწლავი. სეანსის შემდეგ ავადმყოფმა უნდა შეიზილოს ვაზელინი, როგორც შიგნიდან ისე გარედან და მიიღოს გამხსნელი საშუალება. სეანსი ავადმყოფმა უნდა ჩაიტაროს არაუმეტეს ერთხელ კვირაში. ორი ან სამი სეანსი საკმარისია ავადმყოფობის ჩასაქრობად.
- ბუასილის დროს კარგ შედეგს იძლევა ახალი ჭნავის (ცირცელის) წვენი. ამ წვენის დალევა საჭიროა დღეში სამჯერ ორი სუფრის კოვზის ოდენობით. მიღების წინ წვენი დაატკბეთ შაქრით და მიღებისთანავე დააყოლეთ ერთი ჭიქა წყალი. ეს წვენი გამხსნელზე უკეთ მოქმედებს.
- 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბაბუაწვერას დაასხით 200 გრამი ცივი ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 8 საათი, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ ¼ ჩიას ჭიქა 3 ჯერ, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. მკურნალობის კურსია 1-2 კვირა. არ დაუშვათ ყაბზობა.
- ტუალეტის შემდეგ თბილი წყლით ჩაიბანეთ, შემდეგ გაისაპნეთ და კვლავ ჩაიბანეთ. ერთი-ორი კვირის შემდეგ თქვენ ყოველგვარი უსიამოვნება დაგავიწყდებათ. ამ პროცედურის გაკეთება სასურველია ყოველ დღე.
- ავიღოთ ხაშხაშის ქერქი, ტუხტის თესლი, პრასა. ეს მასა მოვადუღოთ წყალში და კომპრესების სახით დავიდოთ. შემდეგ გამოვიბანოთ.
- ბუასილის სამკურნალოდ შესანიშნავი საშუალებაა ქაცვის ზეთი. ყოველ ღამე რეგულარულად, პატარა ოყნით შეიყვანეთ ქაცვის ზეთი. ორი კვირის შემდეგ ტკივილები გაქრება, ხოლო ერთი თვის შემდეგ კვანძებიც დაპატარავდება.
- შეათბეთ ცეცხლზე პროპოლისი მცენარეულ ზეთთან (პროპორციით 1:1) ერთად, გაწურეთ და ეს მალამო შეიზილეთ კვანძებში, მკურნალობის დროს უნდა ჭამოთ მოხარშული ჭარხალი, შვრიის ბურღული, უმი ბოსტნეული. არ ჭამოთ ხორცი. ხუთი დღის შემდეგ შეხორცდება ნაპრალები, გაქრება კვანძები.
- აიღეთ ერთი წილი მაწონის, ½ წილი თაფლის და ½ წილი სქელი ბრინჯის ნახარშის ნარევი. გააცივეთ 10-15 გრადუსამდე. დაასხით კარგად გარეცხილ მრავალძარღვას ფოთოლზე და დაიდეთ მტკივან ადგილზე. გათბობის შემდეგ შეცვალეთ ცივით და ეს პროცედურა გააგრძელეთ ერთი საათის განმავლობაში. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხზე ( საშუალოდ 7-დან 15 დღემდე.)