დააღწიეთ თავი ბუასილს ყველაზე მარტივი და ეფექტური ბუნებრივი საშუალებებით.
სწორი ნაწლავის დაავადებათა შორის, ბუასილი (ჰემოროი) – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. შესაბამისად ბუასილი (ჰემოროი) არის პროქტოლოგთან მიმართვის ყველაზე ხშირი მიზეზი.
ცხოვრების თანამედროვე წესების გამო, ბუასილით (ჰემოროით) დავადებულთა რაოდენობა იზრდება. პროქტოლოგთა პაციენტების 40% სწორედ ბუასილის (ჰემოროის) გამო მიმართავს ექიმს. ბუასილი (ჰემოროი) იშვიათად გვხდება ახალგაზრდებს შორის (20 წლამდე). ძირითადად, ბუასილით ავადდებიან 25-დან 65-წლამდე. საკმაოდ რთულია იმის თქმა, თუ რა სიხშირით გვხვდება ბუასილი (ჰემოროი) მამაკაცთა და ქალთა შორის. ძირითადი მიზეზია-მორიდება; ავადმყოფები, საკითხის დელიკატურობის გამო თავს არიდებენ პროქტოლოგთან ვიზიტს. გამორიცხული არაა ბუასილი (ჰემოროი) ქალთა და მამაკაცებს შორის გვხვდებოდეს ერთნაირი სიხშირით.
ეფექტური რეცეპტები:

- ანალურ ხვრელში შეიზილეთ ძველი, მარილიანი ქონის და ქრისტესისხლას ფხვნილის ნარევი.
- 2 ჩ.კ თავსისხლას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 15 წთ. და გაწურეთ. მიიღეთ 1 - 2 ს/კ 5- 6 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- 1 ს.კ მაყვლის ფესვს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 - 20 წთ, გააჩერეთ 30 წთ. და გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ 3 - 4 - ჯერ დღეში.
- ბუასილური კვანძების შესივებისას და ფეხებზე ვენების გაფართოებისას ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიიღეთ 25 - 30 წვეთი ცხენისწაბლას ნედლი ყვავილის წვენი 2 - ჯერ დღეში, დააყოლეთ ორი ყლუპი წყალი. ზუსტად იგივე მოქმედება აქვს წაბლის ყვავილის წვენის და არყის. ან სპირტის ( 1 წილი წვენი, 1 წილი არაყი ) ხსნარს. მიიღეთ 30 - 40 წვეთი 3 -ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- 1 ს/კ ვერხვის კვირტს და ქერქს დაასხით 1 ჩ/ჭ არაყი, გააჩერეთ 2 კვირის განმავლობაში და გაწურეთ. მიიღეთ 30 - 40 წვეთი 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
- ბუასილის დროს სასარგებლოა ტირიფის ქერქის ნახარშის საფენები.
- ბუასილის დროს მტკივან ადგილებზე დაიდეთ ვაზის ქერქი.
- 1 ს/კ მატიტელას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ თერმოსში ღამის განმავლობაში. მიიღეთ 100 მლ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
- ფარსმანდუკის ფოთლები დააყენეთ და დალიეთ როგორც ჩაი. ამავდროულად, მტკივან ადგილზე დაიდეთ ფარსმანდუკის ყვავილები და გააჩერეთ ღამის განმავლობაში.