მოვიშოროთ ქერტლი, შევაჩეროთ თმის ცვენა, ამოვიყვანოთ თმა გამელოტებულ ადგილას - ხახვის ამ რეცეპტებით.

მოვიშოროთ ქერტლი, შევაჩეროთ თმის ცვენა, ამოვიყვანოთ თმა გამელოტებულ ადგილას - ხახვის ამ რეცეპტებით.
ხახვი მრავალწლოვანი ბოლქვოვანი ბალახოვანი მცენარეა. იგი შეიცავს 10%-მდე შაქრებს, ცილოვან ნივთიერებებს, უჯრედისს, კალციუმისა და ფოსფორის მარილებს, ზოგიერთ მიკროელემენტს და ეთერზეთებს. ეთერზეთის შემადგენელი ნაწილია სულფიდური ნივთიერებები, რომელიც მცენარის ცრემლდენის ეფექტს განაპირობებს. ხახვი შეიავს ასევე ფერმენტებს, გლიკოზიდებს, ინსულინს, ფიტინს. ხახვის ფოთლებში და ბოლქვებში საკმაო რაოდენობითაა ასკორბინის მჟავა (ანუ C ვიტამინი), A პროვიტამინი, B1,B2 და PP ვიტამინები.
  • ხახვის გამოყენება ხალხურ მედიცინაში ხდება როგორც ცოცხალი ასევე მოხარშული, შემწვარი და გამომშრალი მდგომარეობითაც. მწვანე ხახვს იყენებენ სურავანდის პროფილქატიკისთვის, რადგან 70გ მწვანე ხახვის მიღებით ადამიანის ორგანიზმი ასკორბისნი მჟავის დღიურ დოზას იღებს.
  • ხახვში შემავალი ფოტონციდები თრგუნავს პათოგენული ბაქტერიების ზრდას, რის გამოც ხახვი ეფექტურად გამოიყენება მწვავე რესპირატორული დაავადებებისას, ანგინების, ქრონიკული ტონზილიტის სამკურნალოდ.
  • ხახვის შემცველი პრეპარატები აუმჯობესებენ მადას, ზრდის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვალთა სეკრეციას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ნაწლავთა პერისტალტიკას. ამ თვისებების გამო ხახვს მონელების დარვევების, ქრონიკული ყაბზობის, ნაწლავთა ატონიის დროსაც იყენებენ.
  • აღსანიშნავია ხახვის დადებითი ეფექტი კანის ქრონიკულად მიმდინარე ჩირქოვანი პათლოგიების, ჩირქოვანი წყლულების დროს.
  • ცოცხალი ხახვი ასტიმულირებს სპერმის გამოყოფასაც, ზრდის სქესობრივ პოტენციალს. ხახვი ასევე გამოიყენება ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის დაავადებების სამკურნალოდ.
  • ხახვი გარეგანი გამოყენებისას ამაგრებს თმის ძირებს და აქვს ქერტლის საწინააღმდეგო მოქმედება.


რეცეპტი მათვის ვისაც თმის ცვენის და ქერტლის პრობლემა გაწუხებთ
მომზადებისა და გამოყენების წესი:
იმისათვის, რომ ქერტლი მოიცილოთ და თმის ცვენა შეაჩეროთ საჭიროა კვირაში 1-2 ჯერ თმის ძირებში შეიზილოთ 2-3 ს/კ ახალგამოწურული ხახვის წვენი. შემოიხვიეთ პირსახოცი და 1 საათის შემდეგ თბილი წყლითა და შამპუნით ჩმაოიბანეთ(თუ ცხიმიანი თმა გაქვთ 2-3 საათის შემდეგ).


თმის ცვენის შესაჩერებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ნარევიც:
  1. წვრილად დაჭრილ 4 წილ ხახვის ფაფას შეურიეთ 1 წილი თაფლი,
  2. შეიზილეთ თმის ძირებში და 40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, უსაპნოდ.
  3. ამ პროცედურის ჩატარება შეგიძლიათ რეგულარულადაც.


ასევე ძალიან ეფექტურია შემდეგი რეცეპტი:
  1. ჩაყარეთ მომინაქრებულ ჭურჭელში ხახვის ფურცლები
  2. დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი
  3. 20 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე
  4. გადაწურეთ და დაუმატეთ ნახარშს 2 ჩ/კ გლიცერინი და 2-3 კვირის განმავლობაში შეიზილეთ თმის ძირებში.



თმის ცვენის სამკურნალო მცენარეული საშუალება
  1. საშუალო ზომის ხახვი გახეხეთ და გაწურეთ
  2. წვენს დაამატეთ 100გ ალოეს ფოთლის წვენი, 1/4 ჭიქა აბუსალათინის ზეთი, 1/2 ჭიქა ლიმონის წვენი.
  3. აურიეთ ეს კომპონენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე
  4. მიღებული ნაზავი შეიზილეთ თავის კანში, დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი, ზემოდან კი ნაქსოვი ქუდი. ერთი საათის შემდეგ თავი დაუბანეთ.
  5. ეს პროცედურა უნდა ჩაატაროთ თავის ყოველი დაბანის წინ 2-3 თვეში გამელოტებულ ადგილზე თმა ამოვა და სწრაფად დაიწყებს ზრდას.


ექიმის კომენარი: რეცეპტში შემავალ კომპონენტებს აქვთ ადგილობრივი ანტიანთებითი, ქსოვილთა რეგენერაციული, ანტიბაქტერიული, მკვებავი ეფექტი.
ხახვი, ალოე და ლიმონი ვიტამინებით მდიდარი მცენარეებია,რომელთაც სხვა ბიოაქტიური ნივთიერებების შემცველობის გამო მრავალმხრივი სამკურნალო მოქმედება ახასიათებთ.
აბუსალათინის ზეთი ზოგადად საფაღართო საშუალებაა თუმცა იგი მედიცინაში გარეგან საშუალებადაც გამოიყენება დამწვრობების, წყლულების სამკურნალოდ, კანის დასარბილებლად, თმის გასამაგრებლად.

თუ თმის ცვენა გამოწვეულია ადგილობრივი ანთებითი, ინფექციური ან დესტრუქციული პათოლოგიური პროცესებით, ეს ნარევი მართლაც გიშველით. თუმცა ნეგატიური ალოპეციის (გამელოტების), აგრეთვე ზოგადი პათოლოგიით გამოწვეული სიმელოტის დროს შესაძლოა შედეგი ვერ მიიღოთ.


თუ მოგეწონათ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია გთხოვთ გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს. განიხილეთ ეს სტატია და ასევე მოგვწერეთ თქვენთვის საიტნერესო თემები კომენტარებში.
სტატიის წყარო:კარაბანიდი