ამ საშუალების წყალობით ფარისებრი ჯირკვლის ზრდა შეჩერდა და თავსაც გაცილებით უკეთ ვგრძნობ

ამ საშუალების წყალობით ფარისებრი ჯირკვლის ზრდა შეჩერდა და თავსაც გაცილებით უკეთ ვგრძნობ
ვისაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადება - ჩიყვი აწუხებს, წამლად გამოადგება თეთრი ხახვი. თეთრი ხახვი აპატარავებს ჩიყვს. უკვე რამდენიმე წელია, ამ საშუალებით ვმკურნალობ. ჯირკვლის ზრდა შეჩერდა და თავსაც გაცილებით უკეთ გრძნობთ. ეს რეცეპტი ძველ კარაბადინში აღმოვაჩინე.

მკურნალობა:
1 კგ (ან 7 -8 თავი) თეთრი ხახვი გახეხეთ. მიღებული ფაფა მოათავსეთ დოლბანდის ნაჭერზე და დაიდეთ ყელზე, ზემოდან დააფინეთ კომპრესის ქაღალდი და შეიხვიეთ რბილი სახვევით. კომპრესი 2 საათი უნდა გაიჩეროთ. თუ ასეთ პროცედურებს კვირაში ორჯერ, ერთი თვის განმავლობაში გაიკეთებთ, ჯირკვალი არ გაიზრდება და უარყოფითი ცვლილებებიც არ არის მოსალოდნელი. კიდევ ერთი რჩევა უნდა მოგცეთ: ენდოკრინოლოგს აუცილებლად უთხარით, რომ ხახვით მკურნალობას აპირებთ. თეთრი ხახვის კომპრესი მთლიანად არ ცვლის ჩიყვის მედიკამენტურ მკურნალობას, მაგრამ მასთან ერთად საკმაოდ ეფექტიანია. ჩიყვისთვის ძალიან კარგია კაკლის უღლის ნაყენი, რომელსაც პერიოდულად ვსვამ.

ექიმის კომენტარი:
ხახვი შეიცავს შაქრებს, ცილებს, უჯრედისს, კალციუმის და ფოსფორის მარილებს, ეთერზეთებს, სხვადასხვა მიკროელემენტს. ეთერზეთს გააჩნია ლორწოსდამდენი და ანტისეპტიკური ეფექტი. გარდა ამისა, ხახვის ბოლქვი შეიცავს A, B1, B2, PP ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას, ფერმენტებს. ხახვი თრგუნავს პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლების უნარს, ამიტომ ის მწვავე რესპირატორული დაავადებების, ანგინის, ქრონიკული ტონზილიტის და სასუნთქი გზების ანთების დროს გამოიყენება. ხახვის პრეპარატები აუმჯობესებს მადას და საჭმლის მონელებას. უმი ხახვი ასტიმულირებს სპერმის გამოყოფას და ზრდის სქესობრივ პოტენციას. იყენებენ ათეროსკლეროზის და ჰიპერტონიული დაავადების პროფილაქტიკისთვის. ხახვის დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც ღვიძლის, თირკმლისა და კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებები აწუხებს. ძველი ქართული კარაბადინით ხახვი უმთავრესად გარეგანი ხმარების საშუალება იყო. ხახვით მკურნალობდნენ გველისა და მორიელის ნაკბენს.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო