მამაჩემმა მასწავლა, თუ როგორ ავირიდო თავიდან პროსტატის დაავადება.

მამაჩემმა მასწავლა, თუ როგორ ავირიდო თავიდან პროსტატის დაავადება.
ყველა მამაკაცს ეშინია პროსტატის დაავადების. მამაჩემმა მასწავლა, როგორ მოვიქცე ამ ავადმყოფობისგან თავის დასაცავად. ყოველწლიურად, ერთი თვის განმავლობაში, ზოგჯერ ცოტა მეტხანს, ყოველდღე ვსვამ ხახვის ფურცლის ნახარშს. მამაჩემისთვის ეს რეცპეტი ბებიაჩემს უსწავლებია, რომელიც ძალიან კარგად ეკვეოდა სამკურნალო მცენარეებში. მამაჩემი ახლა 80 - ს გადაცილებულია, მეც 62 წლის ვარ. არც მამას და არც მე პროსტატასთან დაკავშირებული პრობლემები არ გვქონია.

მკურნალობა:
აადუღეთ მომინაქრებულ ჭურჭელში 1/2 ლ წყალი და ჩაყარეთ მასში ცივი გარეცხილი 1/2 ჩ/ჭ ხახვის ფურცელი. 5 წუთი ადუღეთ, შემდეგ 1 საათით დააყენეთ. მიიღეთ 50 - 50 გრ ჭამამდე 1/2 საათით ადრე.
თუ პროსტატის დაავადება უკვე გაწუხებთ, მკურნალობის ერთთვიანი კურსის დამთავრების შემდეგ ათი დღე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.

ექიმის კომენტარი:
ხახვი მდიდარია უჯრედისით, კალციუმის, ფოსფორის მარილებით, რკინით, სპილენძით, თუთიით, ფერმენტებითმ გლიკოზიდებით, ვიტამინებით ( C, B1, B2, PP, პროვიტამინი A ), ეთერზეთებით. C ვიტამინი და რკინა უხვადაა მწვანე ხახვში. ხახვის ბოლქვსა და ფურცლებში დიდი რაოდენობით არსებული ფიტოციდები თრგუნავს პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდას, რის გამოც ხახვი გამოიყენება სხვადასხვა მწვავე ინფექციური პათოლოგიების ( მწვავე რესპირატორული დაავადების, გრიპის ეპიდემიის, ანგინის, ტონზილიტის, ბრონქიტის) დროს.
ხახვის პრეპარატები აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ნაწლავთა პერისტალტიკას. ამიტომ ისინი რეკომენდებულია ნაწლავთა ატონიის, ყაბზობის დროს.
ხახვი საკმაოდ კარგ შედეგებს იძლევა ადგილობრივი გამოყენებისას კანის ქრონიკულად მიმდინარე ჩირქოვანი პათოლოგიების სამკურნალოდ.
ხახვი ასტიმულირებს სპერმის გამოყოფას, ზრდის სქეროსბრივ პოტენციას, გარდა ამისა, ხახვი შეიცავს სასქესო ჰორმონების მსგავს ნივთიერებებს, ე.წ. აფროდიზიაკებს, რის გამოც იგი აჩერებს დაბერების პროცესს.სწორედ ხახვის ამ თვისებებს უკავშირდება მისი ეფექტიანობა პროსტატის დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით გამოყენებისას.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი