3 დღიანი დიეტა სწრაფი გახდომისათვის! - მკაცრია, მაგრამ შედეგიანია!

3 დღიანი დიეტა სწრაფი გახდომისათვის! -  მკაცრია, მაგრამ შედეგიანია!
კვების ასეთი სისტემა გამოირჩევა სიმკაცრით, ამ დროს ორგანიზმი ძლიერ სტრეს განიცდის, რომელიც შედეგის გარანს წარმოადგენს. ასეთი დიეტის დაცვა რეკომენდირებულია ზაფხულში რადგან სიცხეში ჭამის სურვილი მცირეა, მაგრამ სითხეზე მოთხოვნილება დიდია - ეს კი სამ დღიანი დიეტების შედეგიანობის კარგი ნიშანია. გასახდომად აუცილებელია მუდმივად შეამციროთ კალორიული საჭმელი და მიირთვათ დაბალკალორიული საჭელი. დიეტური პროდუქტები ახდენენ ცვლის პროცესების სიმულირებას, აუმჯობესებენ ცხიმების წვის პროცეს, ანორმალიზებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას.


სამდღიანი დიეტის - პირველი დღე.
დღე დაიწყეთ ერთი ჭიქა ვაშლის ან სტაფილოს ახალგამოწურული წვენით. სადილამდე საერთოდ არაფერი ჭამოთ, სვით მხოლოდ ანადუღარი წყალი. სადილზე შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეული მოხარშულ, გმაომცხვარ ან ნედლი სახით. გამორიცხეთ კარტოფილი და ბანანი. ვახსამზე - უშაქრო წვენი ან მწვანე ჩაი.

ყურადღება: მენიუდან გამომდინარე 5 კილოგრამის დაკლება შესაძლებელია, რადგან კვება იმდენად მსუბუქია, რომ კუჭში ფაქტიურად არაფერი გაგიჩერდებათ, საჭმლის მომნელებელი სისტემა აჩქარდება, კანქვეშა ცხიმების წვა გააქტიურდება და გარდაიქმნება ენერგიად. ასევე სასურველია მსუბუქი გარბენები ან მსუბუქი მოთელვითი ვარჯიშები.


მეორე დღე
ამ დღეს ნებადართულია მხოლოდ წყალი, სადილზე - უცხიმო ან ცხიმის დაბალი შემცველობით კეფირი. სასურველია მეორე დღეს გამორიცხოთ ფიზიკური დატვირთვა, მეტი დაისვენეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.


მესამე დღე
ის არ განსხვავდება პირველი დღისგან, დილით საუზმეზე მიირთვით წვენი ან ბოსტნეულის ნაზავი. სადილზე შეგიძლიათ მიირთვათ კომბოსტოს, სტაფილოს და მწვანილის სალათა - შეზავებული ლიმონით. საღამოს - 2 მწვანე ვაშლი და ერთი ფორთოხალი და ერთი ჭიქა წყალი.

ამ სამდღიანი დიეტის ეფექტი დიდი იქნება თუკი მთლიანად გადახედავთ კვების რაციონს, მაღალკალორიული საკვები ჩაანაცვლეთ ბოსტნეულით, ხილით. ხოლო ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ყოველთვის მსიაღებია.

ასეთი დიეტის დაცვა ნებადართულია მხოლოდ უფროებისათვის, მათვის ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს. კატეგორიულად აკრძალულია ამ დიეტის დაცვა ორსულებისათვის და ბავშვებისათვის, მათვის ვისაც მაღალი არტერიული წნევა აქვს ან პრობლემები ღვიძლთან ან თირკმელებთან, დაღვეული აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართული ფუნქციონირება.

საზამთროს 3 დღიანი დიეტა.
3 დღიანი დიეტა სწრაფი გახდომისათვის! -  მკაცრია, მაგრამ შედეგიანია!
ზაფხულისათვის - ეს ზედგამოჭრილი დიეტაა, რადგან ორგანიზმი ვიტამინებით ივსება და გახდომის პროცესი კვდარი წერტილიდან დაიძრება. მთავარია მიღწეულით არ დაკმაყოფილდეთ და მუდმივად წინ იაროთ, არ გამოიყენოთ მაღალკალორიული საკვები. სვით მეტი სითხე და მეტად დაიტვირთეთ ფიზიკურად.


კიტრის სამდღიანი სისტემა

ეს სისტემა უზრუნველყოფს წონის სწრაფ კლებას, თუმცა ყველა ვერ შეძლებს გაუძლოს ამ დიეტას, რადგან მთელი დიეტური კვების პერიოდში ნებადართულია დღეში მხოლოდ 2კგ კიტრის ჭამა და დიდი რაოდენობით სითხის მიღება. უნდა დალიოთ მწვანე ჩაი ან მცენარეული ნაყენი და არავითარ შემთხვევაში გაზირებული ან ალკოჰოლური სასმელები.


კეფირის სადმ დღიანი დიეტა.

კეფირი და წიწიბურა სასწაულებს ახდენენ, ასეთი 3 დღიანი მონოდიეტით შესაძლებელია დაიკლოთ 3კილოგრამზე მეტი. თანაც მუდმივად არის ნებადართული უცხიმო მჟავე რძისს პროდუქტები და წიწიბურა მარილის გარეშე.