შეურიეთ ეს 2 ინგრედიენტი და დააკვირდით როგორ შეიცვლება თქვენი მდგომარეობა რამოდენიმე წუთში!

შეურიეთ ეს 2 ინგრედიენტი და დააკვირდით როგორ შეიცვლება თქვენი  მდგომარეობა რამოდენიმე წუთში!
შავი პილპილის ეთერზეთი მდიდარია სასარგებლო მინერალებით და ვიტამინებით. მაგალითად, ის შეიცავს A ვიტამინს (ბეტა-კაროტინს), რომელიც ძალიან სასარგებლოა ჩვენი თვალებისათვის, K-ვიტამინს, რომელიც სასარგებლოა სისხლის კარგი მიმოქცევისათვის და მეტაბოლიზმისთვის, ასევე ჩვენი კუნთებისა და ძვლებისათვის.

გარდა ამისა, მასში შედის დიდი რაოდენობით კალციუმი, კალიუმი და სელენი. კალციუმი სასარგებლოა ძვლებისთვის, ხოლო კალიუმი არეგულირებს არტერიულ წნევას, რაც შეეხება სელენს, ის ძალიან მნიშვნელოვანია ძვლებისა და ფრჩხილების ფორმირებისთვის, თმის ფოლეკულების და კბილებისთვის, ასევე თავის ტვინის სწორი ფუნქციონირებისათვის.

ამ სტატიაში ''Fpaparazzi''_ის რედაქცია წარმოგიდგენთ 4 სასარგებლო ხალხურ რეცეპტს, რომელთა მთავარი ინგრედიენტი სწორედ შავი პილპილის ეთერზეთია. შემოთავაზებული რეცეპტები კანის დატენიანების საუკეთესო საშუალებებია:

წიწაკა და იოგურტი. ამქერცლავი ეფექტი.
  • გააერთიანეთ ერთი სუფრის კოვზი შავი პილპილი და ორი კოვზი იოგურტი.
  • კარგად გადაურიეთ.
  • ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ წაისვით ის სუფთა კანზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით რამოდენიმე წუთის განმავლობაში. ბოლოს კი ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

ეს ამქერცლავი ნიღაბი გაწმენდს თქვენს კანს, მოგაშორებთ ნებისმიერ მუქ ლაქას და შესძენს ბზინვარებას თქვენს კანს.

ნიღაბი პილპილით და თაფლით. აკნესთან საბრძოლველად.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 0,5 ჩაის კოვზი შავი წიწაკა.
  • კვერცხის ცილა (წინასწარ ათქვეფილი).
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი.
  • შეურიეთ ინგრედიენტები და წაისვით ნიღაბი სახეზე.
  • გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ სახე.

ეს ნიღაბი დაგეხმარებათ სახის კანის აკნესგან და ფერიმჭამელებისგან გაწმენდაში.

პილპილის ეთერზეთი - ცელულიტთან საბრძოველად.
თქვენ დაგჭირდებათ 100მლ ტანის კრემი და 3-4 წვეთი შავი პილპილის ეთერზეთი. ჩაამატეთ ეთერზეთი კრემში და შეიზილეთ ის პრობლემურ ზონებში ყოველ დილით და საღამოს.

ანტი ცელულიტური ზეთი ტანისათვის.

ინგრედიენტები:

  • 2 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი.
  • 2 სუფრის კოვზი სეზამის ზეთი/ ყურძნის თესლის ზეთი.
  • 4 წვეთი შავი პილპილის ეთერზეთი.

შეურიეთ ყველა ეს ინგრედიენტი და შეიზილეთ ნაზავი სხეულზე დღეში ორჯერ აბაზანის მიღების შემდეგ. ეს ზეთი ზრდის კანის ელასტიურობას, აუმჯობესებს მის ტონს და ამავდროულად ამცირებს ცელულიტს და ცხიმგროვებს.