გამოიყენეთ ეს რეცეპტი ფილტვებიდან სისველის გამოსადევნად და ხველის სამკურნალოდ

გამოიყენეთ ეს რეცეპტი ფილტვებიდან სისველის გამოსადევნად და ხველის სამკურნალოდ
Fpaparazzi გთავაზობთ უძველეს რეცეპტს, რომლის საიდუმლო ინგრედიენტი გახლავთ სტაფილო. ეს წამალი სწრაფად გამოდევნის ფილტვებიდან სისველეს და შეამსუბუქებს ხველას. იგი ასევე სასარგებლოა იმუნური სისტემის ასამაღლებლად.

სტაფილო ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, რადგან მდიდარია А ვიტამინითა და ბეტა-კეროტინით, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს მხედველობისთვის. იგი ასევე B, C, K ვიტამინებსა და მნიშვნელოვან მინერალებს შეიცავს, ისეთებს, როგორიცაა მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი და რკინა.

სტაფილო აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, ამსუბუქებს ასთმას, ხველას, ბრონქიტსა და სხვა რესპირატორულ პრობლემებს.
ეს რეცეპტი დაგეხმარებათ ფილტვებიდან სისველის გამოდევნაში და ხველის მკურნალობაში.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 0,5 კგ სტაფილო
  • 3-4 კოვზი თაფლი


მომზადება:

  1. დაჭერით სტაფილო და მოხარშეთ.
  2. როდესაც საკმარისად დარბილდება, გადმოდგით ქვაბი გაზქურიდან და დაჭყლიტეთ ჩანგლით სტაფილო.
  3. ნახარში არ გადაასხათ, გააცივეთ და დაამატეთ თაფლი.
  4. შეურიეთ ეს ნარევი პიურეში, შეინახეთ მაცივარში.


გამოყენება:

ეს ნატურალური სიროფი უსაფრთხოა, ხშირი გამოყენებისთვისაც კი.
მიიღეთ 3-4 ს.კ. დღის განმავლობაში, უკეთესი შედეგის მისაღებად. შედეგი შესამჩნევი უკვე 2 დღის შემდეგ გახდება.

იმუნიტეტის ასამაღლებლად, მიიღეთ 1 ს.კ. სიროფი უზმოზე, 1 კვირის განმავლობაში.

იხილეთ ვიდეო: