შეურიეთ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთში და ნახეთ, თუ რა მოუვა თქვენს კანს 2 წუთში.

შეურიეთ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთში და ნახეთ, თუ რა მოუვა თქვენს კანს 2 წუთში.
პილპილი მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებით. მაგალითად, ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით A ვიტამინს, რომელიც ძალიერი ანტოქსიდანტია და ძალზედ სასარგებლოა ჩვენი თვალებისთვის. K ვიტამინი, რომელიც ასევე ჭარბად შედის პილპილში, განაპირობებს სისხლის სწორ, ხარისხიან ცირკულაციას და ნივთიერებათა ცვლის პროცესების გამართულ ფუნქციონირებას.

ცნობისთვის, ხალხურ მედიცინაში შავ წიწაკას ხშირად გამოიყენებნ სახის კანის მოსავლელი საშუალების სახით. სწორედ ამიტომ, ''Fpaparazzi''-ის რედაქციამ გადაწყვიტა თქვენთვის რამდენიმე უნიკალური ნიღბის მომზადების რეცეპტის გაზიარება, რომელიც მთლიანად დაგავიწყებთ სახის კანთან დაკავშირებულ პრობლემებს.

იოგურტი და წიწაკა

შეურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი შავი წიწაკა და 2 სუფრის კოვზი იოგურტი. მიღებული მასა შეიზილეთ სახის კანზე ნელი წრიული მოძრაობებით რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ამ მეთოდის დახმარებით თქვენ შეძლებთ ლაქების, ნაწიბურების მოშორებას და გაიმუჯობესებთ კანის ფერს.

წიწაკისა და თაფლის ნიღაბი აკნეს წინააღმდეგ

ინგრედიენტები:
  • 0.5 სუფრის კოვზი შავი წიწაკა;
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი;
  • ერთი კვერცხის ცილა;

გულდასმით გადაურიეთ თითოეული ინგრედიენტი ერთმანეთში და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 15-20 წუთით. ეს ნიღაბი დაგეხმარებათ კანის გაწმენდაში და აკნეს მოშორებაში.

წიწაკის ზეთი ცელულიტების წინააღმდეგ

100 მილილიტრ ტანის კრემში გაურიეთ 3-4 წვეთი შავი წიწაკის ეთერზეთი. მიღებული საშუალება წაისვით პრობლემურ ზონებზე და გაიჩერეთ რამდენიმე წუთით. ჩაიტარეთ ეს პროცედურა დღეში ორჯერ: დილით და დაძინების წინ.

იზრუნეთ საკუთარ თავზე და არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!