საუკეთესო პოვრებმაც კი არ იციან ამ ხრიკების შესახებ! 17 ხრიკი წარმატებული კერძისთვის...

საუკეთესო პოვრებმაც კი არ იციან ამ ხრიკების შესახებ! 17 ხრიკი წარმატებული კერძისთვის...
ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს სამზარეული იმდენად უყვარს, რომ აქ მთელ დღეს ატარებს. იმისთვის, რომ კერძი გემრიელი და არომატული გამოვიდეს, საჭიროა გარკვეული წესებისა და პირობების დაცვა... თითოეულ გამოცდილ დიასახლის მოეპოვება საკუთარი ხრიკები, რომლებიც მათ მიერ მომზადებულ კერძს განსაკუთრებულად გემრიელსა და არომატულს ხდის!

სრულიად შემთხვევით ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე კულინარიულ ხრიკს წავაწყდი, რომელთა გამოყენების შემდეგ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი! ჩემი დიდი სურვილი იყო ეს მარტივი და გენიალური ხრიკები თქვენთვის, ჩვენი მომხმარებლებისთვის გამეზიარებინა. მაშ ასე, დავიწყოთ!

კულინარიული ხრიკები

1. კერძის მომზადებამდე ჩაალბეთ ხახვის ნაჭრები ყინულებიან წყალში 15 წუთით. ის ზედმეტ სიმწარეს დაკარგავს!



2. ყავის მოდუღებამდე ჩაამატეთ მასში ერთი მწიკვი მარილი (უკეთესია ზღვის მარილი) და ერთი მწიკვი დარიჩინი. ასეთ გემრიელ და არომატულ ყავას ვერსად დალევთ! ყავას ასევე არაჩვეულებრივ გემოს სძენს ლიმონის ან ფორთოხლის ცედრის ფხვნილი.

საუკეთესო პოვრებმაც კი არ იციან ამ ხრიკების შესახებ! 17 ხრიკი წარმატებული კერძისთვის...

3. შეაზავეთ სალათები მსხვილად დაფქული, კრისტალებიანი მარილით! ასე თქვენ მიერ მომზადებული სალათი რამდენჯერმე უფრო გემრიელი იქნება, უბრალოდ ცადეთ... გარდა ამისა, ასეთი მარილი გაცილებით სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.



4. ნებისმიერი სახის სალათში ჩაამატეთ მარილი უკანასკნელი ინგრედიენტის სახით, ზუსტად იმ მომენტში, სანამ სალათს სუფრაზე მიიტანთ! იმისთვის, რომ ბოსტნეულის კერძი უფრო გემრიელი იყოს, ჩაამატეთ მასში მცირეოდენი შაქარი მარილთან ერთად.



5. იდეალური ტორტის მომზადების რეცეპტი მარტივია! დაიცავით შემდეგი წესი: ცომისთვის მოსამზადებელი ფქვილის, კვერცხის, კარაქის და შაქრის რაოდენობა უნდა იყოს ერთნაირი გრამებში.



6. აუცილებლად ჩაამატეთ მარილი ცომში, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ამ ცომით ტკბილი კერძის მომზადებას გეგმავთ! მცირე რაოდენობით მარილი ცომში ჯერადად გაზრდის მის ხარისხს: გამოცხობის დროს ის კარგად შეინარჩუნებს ფორმას, სიმტკიცეს და სასიამოვნო არომატს.



7. იმისთვის, რომ იდეალურად შეწვათ კვერცხი, გამოიყენეთ წყალი ზეთთან ერთად. მაშინ, როდესაც ცილა დაიწყებს შეკვრას, ჩაასხით ტაფაში მცირე რაოდენობით წყალი. ასე თქვენ მიერ მომზადებული კვერცხი გაცილებით გემრიელი და სასარგებლო იქნება, თანაც ტაფა აღარასდროს მიიწვავს მას.



8. ბალზამირებული ძმარი - დანამატი, რომელიც ბოსტნეულის სალათებსა და იტალიურ პასტას არაჩვეულებრივ არომატს სძენს! მოაყარეთ მარწყვს მცირე რაოდენობით შაქარი და დააწვეთეთ მას რამდენიმე წვეთი არომატული ძმარი - წარმოუდგენლად გემრიელია!



9. კოტლეტი გაცილებით წვნიანი და გემრიელი იქნება, თუ ფარშში პურის ნაცვლად სუხარს ჩაამატებთ.



10. გაამშრალეთ ხორცი ხელსახოცის დახმარებით სანამ მის შეწვას გადაწყვეტთ: ის გაცილებით ხრაშუნა და გემრიელი იქნება!



11.გამოცხობამდე ჩაამატეთ ნამცხვრებში მცირეოდენი ალკოჰოლი: არაყი, რომი ან კონიაკი. ეს ხრიკი თქვენს კერძს სიხრაშუნესა და არომატულობას შესძენს!



13. იმ შემთხვევაში, თუ ხორცს მომზადებამდე 2-3 საათით ადრე მდოგვს წაუსვამთ, ის გაცილებით წვნიანი და არომატული იქნება! ასევე არაჩვეულებრივი იქება, თუ მომზადებამდე 1 საათით ადრე ხორცს მარილს მოაყრით, დააყოვნებთ მას და მომზადების წინ ცივი წყლით გარეცხავთ.



14. ჩაამატეთ ცივ ჩაიში ერთი მწიკვი სოდა, პატარა ნაჭერი ლიმონი, პიტნის რამდენიმე ფოთოლი და ერთი მწიკვი დარიჩინი - ზაფხულის ცხელ დღეს ამ სასმელზე უკეთესი არაფერია!



15. დაუყონებლიც გარეცხეთ და გაამშრალეთ დანა, როგორც კი მას გამოყენებთ - ასე მისი პირი გაცილებით დიდხანს შეინარჩუნებს სიბასრეს.



16. სოდა ყველაზე უხეშ ხორცსაც კი არბილებს! მოაყარეთ მცირეოდენი თეთრი ფხვნილი უმ ხორცს, გააჩერეთ 15 წუთით და შემდეგ კარგად გარეცხეთ ცივი წყლით.



17. მოათავსეთ ცხელი კერძი ჭურჭელზე, რომელიც წინასწარ გაქვთ გაცხელებული მიკროტალღურ ღუმელში. რაც შეეხება ცივ კერძებს, მოათავსეთ ის მაცივარში წინასწარ გაყინულ ჭურჭელზე - ასე ნებისმიერი კერძი გაცილებით გემრიელი იქნება!


იმ შემთხვევაში, თუ ეს 17 რჩევა სასარგებლოდ გეჩვენებათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!