უბრალოდ, შეხედეთ, რა მოამზადა ამ მოხერხებულმა დიასახლისმა სტაფილოსგან! თქვენ თუ გაბედავდით მსგავსი კერძის მომზადებას?

უბრალოდ, შეხედეთ, რა მოამზადა ამ მოხერხებულმა დიასახლისმა სტაფილოსგან! თქვენ თუ გაბედავდით მსგავსი კერძის მომზადებას?
დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ საოცარ კერძს - თაფლის მინანქარში გამომცხვარ სტაფილოს. ეს შეიძლება წარმოუდგენელი მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ ნარინჯისფერი ბოსტნეულის მსგავსი რეცეპტით მომზადება მას უფრო გემრიელსა და არომატულს ხდის.

მაშ ასე, კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ხმელი ბალახები, თაფლი და საშუალოზე ცოტა დიდი ზომის სტაფილი. ახლა კი უფრო დაწვრილებით...

ინგრედიენტები:
  • 1 კგ სტაფილო
  • 6 ს.კ. კარაქი
  • 6 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. ორეგანო
  • 1 ს.კ. რეჰანი
  • 2 ს.კ. ქუნჯუთი
  • 2 ს.კ. თაფლი
  • 2 ს.კ. წყალი


მომზადება:
  1. დაასხით გახურებულ ტაფაზე ჯერ ზეითუნის ზეთი, შემდეგ დაადნეთ მასზე კარაქი.
  2. გათალეთ სტაფილი და დაჭერით თითო 4 ნაწილად. შეწვით ტაფაზე.
  3. მოაყარეთ სუნელები, მარილი და შედგით ტაფა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით.
  4. გახსენით თაფლი წყალში და მოასხით სტაფილოს. შემდეგ მოაყარეთ ქუნჯუთი და დააბრუნეთ ღუმელში კიდევ 10-15 წუთით.




გემრიელად მიირთვით!