ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში
უძველესი დროიდან ცნობილია ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებების შესახებ. გამოიყენება, როგორც კულინარიაში, ასევე ერთ - ერთი ყველაზე ეფექტური და სრულყოფილი საშუალებაა მედიცინასა და კოსმეტოლოგიაშიც. საოცარი ისაა, რომ ვაშლის ძმარი, თითქმის მთლიანად ინარჩუნებს ცოცხალი ვაშლის შემადგენლობას და სამკურნალო თვისებებს. ამიტომ მის ამ თვისებას ოდითგანვე წარმატებით იყენებდნენ.
(არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ გაუზავებელი ვაშლის ძმარი! ).
- ანემიის (სისხლნაკლებობა ) დროს, 2 ჩ/კ ვაშლის ძმარი გახსენითი 1ჩ/ჭ წყალში და მიიღეთ ჭამის წინ დღეში 3-ჯერ.
- თუ ნაღვლის ბუშტის დაავადებები გაქვთ, დალიეთ 2 ჩ/კ ვაშლის ძმრისა და 1 ჩ/ჭ წყლის ნაზავი. დღის განმავლობაში მდგომარეობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ.
- თუ უძილობა და სტრესული მდგომარეობა გაწუხებთ, 1 ფინჯან თაფლში გააზავეთ 5 ჩ/კ ვაშლის ძმარი და მიიღეთ 2-3 ჩ/კ ძილის წინ 1 საათით ადრე.
- თუ სახსრების დაავადება გაწუხებთ, მოამზადეთ შემდეგი ნარევი: ათქვიფეთ კვერცხის გული, დაუმატეთ 1 ჩ/კ სკიპიდარი და 1 ს/კ ვაშლის ძმარი. ეს თხევადი მალამო შეიზილეთ მტკივან სახსრებთან.
- კანის, თმისა და ფრჩხილების სოკოვანი დაავადების დროს, ძალიან ეფექტურია განზავებული ვაშლის ძმრის წასვლა დაავადებულ ადგილებზე 6-ჯერ დღის განმავლობაში.
- თუ გაწუხებთ კარიესი, პაროდონტოზი და სხვა დაავადებები, ამისათვის გააზავეთ 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი 1 ჭიქა წყალზე და გამოივლეთ პირის ღრუში დღეში ორჯერ.
(არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ გაუზავებელი ვაშლის ძმარი! ).