სუში რეცეპტი: როლი ფილადელფია

სუში რეცეპტი: როლი ფილადელფია
ინგრედიენტები:
  • ბრინჯი მრგვალმარცვლიანი -200გ
  • ბრინჯის ძმარი - 20მლ
  • ზღვის მცენარე ნორი (დიდი ფურცელი) - 1ც
  • რბილი ნაღების ყველი (ფილადელფია) - 150გ
  • ორაგული - 150გ


მომზადების წესი:
  1. ბრინჯი კარგად გარეცხეთ, ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით წყალი პროპორციით 1:1,2. წამოადუღეთ და დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ მომდევნო 15 წუთი, თავსახურს ნუ მოხდით. შემდეგ დააყენეთ ბრინჯი 10 წუთით, გადმოიღეთ და მოასხით ბრინჯის ძმარი.
  2. გადააფარეთ მაკისუს საკვების კლიონკა, ზემოდან ნახევარი ნორის ფოთოლი. გაანაწილეთ ბრინჯი, ხელის გულების წყალში დასველებით. დატოვეთ ცარიელი ვიწრო ზოლი ნორის თქვენთვის ახლო კიდეზე და გააკეთეთ გადარევა შორეულ კიდეზე. ბრინჯის დაპრესვა არ არის საჭირო.
  3. შეაერთეთ თავი და ბოლო და შეაწებეთ როლი. თანაბრაად დააჭირეთ თითები ხალიჩას და გააკეთეთ რამოდენიმე მოძრაობა მის გასწვრივ, როლისათვის კვადრატული ფრომის მისაცემად.
  4. ახალი ორაგული ან კალმახი სუშისთვის დაჭერით თანაბარ ზოლებად, ერთი სისქით და სიგრძით. დაალაგეთ ისინი როლზე. კიდევ ერთხელ გაახვიეთ როლი ხალიჩაში და მიაჭირეთ თევზეი.
  5. გადაიტანეთ როლი დასაჭრელ დაფაზე და ბასრი დანის გამოყენებით (დაასველეთ წყალში), გაჭერით ის შუაზე. შემდეგ ორივე ნაჭერი კიდევ სამ ან ოთხ ნაჭრად.