უზბეკი ბებიის საიდუმლო რეცეპტი: იდალური ფლავის მომზადების საიდუმლოებები!
უზბეკებს აქვთ გამოთქმა: „თუკი უნდა მოკვდე - დაე, ეს ფლავის ჭამის დროს მოხდება“. და ეს გასაგებია - სწორად მომზადებული არომატული ფლავის წინაშე ხომ უძლური ხდები!
ამ კერძის ძირი ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე II-III ათასწლეულშია. თანამედროვე სახით კი ის XVII საუკუნეში გამოჩნდა. ფლავის უამრავი სახეობა არსებობს. მას ამზადებენ ქათმის, საქონლის, ცხვრის ხორცისგან თევზის, ბოსტნეულისა და ჩირებისგან. მარცვლეულად მხოლოდ ბტინჯი გამოიყენება, მაგრამ არსებობს ხორბლის, ბარდას, სიმინდის ფლავიც.
fpaparazzi გთავაზობთ ნამცილი უზბეკური ფლავის რეცეპტს ძირათი და კოწახურით.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
ამ კერძის ძირი ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე II-III ათასწლეულშია. თანამედროვე სახით კი ის XVII საუკუნეში გამოჩნდა. ფლავის უამრავი სახეობა არსებობს. მას ამზადებენ ქათმის, საქონლის, ცხვრის ხორცისგან თევზის, ბოსტნეულისა და ჩირებისგან. მარცვლეულად მხოლოდ ბტინჯი გამოიყენება, მაგრამ არსებობს ხორბლის, ბარდას, სიმინდის ფლავიც.
fpaparazzi გთავაზობთ ნამცილი უზბეკური ფლავის რეცეპტს ძირათი და კოწახურით.
საჭირო მასალა:
- ცხვრის ხორცი 1 კგ
- სტაფილო 1 კგ
- ზეთი 300 მლ
- წითელი წიწაკა 2 ცალი
- კოწახური 1 ს/კ
- ბრინჯი 1 კგ
- ხახვი 4 თავი
- ნიორი 2 თავი
- ძირა 1 ს/კ
- ხმელი ქინძი 1 ჩ/კ
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- კარგად გარეცხეთ ბრინჯი, რამდენიმეჯერ, რათა წყალი სულ გამჭვირვალე გახდეს.
- მოაცალეთ ნივრის თავს ზედა გარსი, მაგრამ არ გაფცქვენათ მთლიანად და არ გააცალკევოთ კბილები.
- გაფცქვენით 3 თავი ხახვი და დაჭერით ნახევარწრეებად. შემდეგ გაფცქვენით სტაფილო და დაჭერით თხელ, მოგრძო ნაჭრებად.
- გაახურეთ თუჯის ქვაბში ზეთი, ჩააგდეთ ზეთში 1 თავი გაუფცქვნელი ხახვი. ამოიღეთ მას შემდეგ, როცა ის გაშავდება.
- შემდეგ ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი და მოხრაკეთ 10 წუთის განმავლობაში.
- ცხვრის ხორცი გარეცხეთ და დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად. დაუმატეთ ქვაბში ხახვს და მოხრაკეთ, სანამ არ დაიბრაწება.
- დაუმატეთ სტაფილო და ხრაკეთ 3 წუთი, თან ურიეთ. შემდეგ თუშეთ კიდევ 10 წუთი. ჩაასხით ქვაბში ადუღებული წყალი ისე, რომ დაფაროს შიგთავსი 1 სმ-ით.
- დაუმატეთ ცხარე წითელი წიწაკა და დაუწიეთ ცეცხლს. თუშეთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.
- ძირას დაუმატეთ კოწახური და ხმელი ქინში, აურიეთ და დაუმატეთ ხორცს. მოაყარეთ მარილი, დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ კიდევ 10-15 წუთი.
- კვლავ გარეცხეთ ბრინჯი და დაუმატეთ ხორცს, მოასწორეთ, მოუმატეთ ცეცხლს მაქსიმამდე და დაასხით ადუღებული წყალი ისე, რომ შიგთავსი დაფაროს 3 სმ-ით.
- როცა ბრინჯი მთლიანად შეიწოვს წყალს, ჩაასეთ მასში ნივრის თავები. შემდეგ ფლოვში გააკეთეთ ხის ჩხირით რამდენიმე ჩანაჩხვლეტი.
- დააფარეთ თავსახური, დაუკელით ცეცხლს მინიმუმამდე და თუშეთ ბრინჯის სრულად მოხარშვამდე დაახლოებით ნახევარი საათი.
გემრიელად მიირთვით!