შოკოლადის პუდინგი

შოკოლადის პუდინგი
FPAPARAZZI-ი გემრიელი შოკოლადის პუდინგის რეცეპტს გიზიარებთ.
საჭირო მასალა:
  • რძე- 1 ლიტრი
  • ფქვილი- 1 ს.კ
  • ნაღები- 0,5 ჭიქა
  • სახამებელი- 2 ს.კ
  • კაკაო-3ს.კ
  • შაქარი- 1 ჭიქა
  • კვერცხის გული-1 ცალი

მომზადების წესი:
  1. რძეს დაუმატეთ ნაღები, შაქარი, ფქვილი, სახამებელი, კაკაო და კვერცხის გული. კარგად აურიეთ ერთმანეთში.
  2. შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ შეუჩერებლივ, სანამ არ გასქელდება.
  3. ცხელი პუდინგი ჩაასხით ფორმებში ან ჭიქებში და შედგით მაცივარში 2-3 საათით.