იაპონური დილის დიეტა დაგეხმარებათ დღეში 1 კილოგრამის დაკლებაში!

იაპონური დილის დიეტა დაგეხმარებათ დღეში 1 კილოგრამის დაკლებაში!
მიირთვით ყოველ დილას ბანანი და დაიკელით კვირაში 7 კილოგრამამდე - მიმზიდველად ჟღერს, არა? ყველაზე მიმზიდველი კი ის ფაქტია, რომ ეს დიეტა რეალურად არსებობს და რეალურად მოქმედებს!

კიდევ უფრო უკეთესი კი ის ფაქტი, რომ თქვენ არ დაგჭირდებათ ზედმეტი ძალისხმევა, თქვენი ჩვევებისა და კვების განრიგის რეგულარულად ცვლა. სწორედ ამ თვისებების გამო მოიპოვა უდიდესი პოპულარობა ძალიან მარტივმა იაპონურმა დიეტამ.

ეს დიეტა შეიმუშავა იაპონელმა ჰიროსი ვატანაბემ, რომელსაც თავისი წიგნიც კი მიუძღვნა, სახელწოდებით ''დილის ბანანის დიეტა''.

ჰიროსის თქმით, ყოველ დილას უნდა მივირთვათ მხოლოდ ბანანი და ოთახის ტემპერატურის წყალი. დღის სხვა მონაკვეთში საკუთარი კვების რაციონი შეგიძლიათ უცვლელი დატოვოთ.

ამ მომენტაბდე ვატანაბე თავად ცდილობდა უამრავი დიეტის დაცვასა და წონის დაკლებას, თუმცა ამაოდ, რის გამოც მან გადაწყვიტა საკუთარი, უნიკალური კვების რაციონის შექმნა სამედიცინო კვლევებზე დაყრდნობით.

იაპონელმა მამაკაცმა და მისმა მეუღლემ ერთობლივად შექმნეს დიეტა, რომელმაც არნახული პოპულარობა მოიპოვა არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დიეტოლოგების უმრავლესობა საკუთარ პაციენტებს ფიზიკური ვარჯიშებით დაკავებას ურჩევს, თუმცა როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ საკმარისი თავისუფალი დრო არ გვაქვს?

სწორედ ამ რთული ამოცანის წინაშე იდგა ვატანაბე საკუთარ მეუღლესთან ერთად და სწორედ ამ ფაქტზე დაყრდნობით მიიღო ახალი ბანანისა და ჭიქა წყლის შერწყმის იდეა, რომელიც ნამდვილად უნიკალურია.

ბანანი სავსეა რეზისტენტული კრახმალით, რომელიც სტიმულირებს მეტაბოლიზმს. მასში შემავალი კრახმალი საერთოდ არ ჰგავს კარტოფილში შემავალ კრახმალს. რეზისტენტული კრახმალი წვრილ ნაწლავში არ ქრება, ის მიედინება მსხვილ ნაწლავში, სადაც მისი ფერმენტაციის პროცესი იწყება. მსხვილი ნაწლავის ბაქტერიები მას გადაამუშავებენ ცხიმოვანი მჟავების მოკლე ჯაჭვებად. ისინი კვებავენ უჯრედებს და ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოჯანმრთელებას.

რამდენი ბანანის მირთმევაა ნებადართული საუზმეზე?
ამასთან დაკავშირებით სინამდვილეში შეზღუდვები არ არსებობს. მიირთვით იმდენი ბანანი, რამდენიც საჭიროა დანაყრებისთვის. იაპონელები იცავენ შემდეგ წესს: 80/20 - ეს კუჭის შევსების პროცენტულობაა. ისინი ჭამენ მანამ, სანამ არ დანაყრდებიან, რადგან გადაჭარბებული დოზით მიღებულ საკვებს უარყოფითი გავლენა აქვს ორგანიზმზე.

ამასთანავე, ექიმების რწმუნებით, ოპტიმალური ვარიანტი იმისთვის, რომ კუჭმა შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა, მისი მხოლოდ 20%_ით შევსებაა.

აუცილებლად მიირთვით ერთი ჭიქა წყალი ყოველ დილით, რადგან ის ასევე სტიმულირებს მეტაბოლიზმს. საუკეთესო შედეგის მისაღებად, მიირთვით ბანანი წყლის დალევიდან ერთი საათის გასვლის შემდეგ.

როგორ მივხვდეთ დავნაყრდით თუ არა?
დაიწყეთ ერთი ბანანით და შეიკავეთ თავი 20 წუთით. თუკი ამ დროის გასვლის შემდეგ კვლავ შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ, მიირთვით კიდევ ერთი ბანანი.

წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ:

  • არ მიირთვათ რძის პროდუქტები და არ დალიოთ ალკოჰოლი.
  • სასურველია არ ჭამოთ არაფერი საღამოს 8 საათის შემდეგ
  • დაწექით დასაძინებლად რაც შეიძლება ადრე. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ გვიან დაძინება პირდაპირკავშირშია წონის მატებასთან.
  • არ წაიხემსოთ სადილსა და ვახშამს შორის! გამონაკლისის სახით შეგიძლიათ მიირთვათ მცირეოდენი ხილი.

რითია ბანანის დიეტა ასეთი განსაკუთრებული?
  • ის საოცრად ჯანმრთელი დიეტაა.
  • ბანანი მდიდარია ბოჭკოებით და გვმატებს ენერგიას.
  • ბანანი უფრო იაფია, ამიტომ თქვენ სხვა დიეტებისგან განსხვავებით არ მოგიწევთ ბევრი ფულის დახარჯვა.
  • რეგულარული საუზმე ააჩქარებს მეტაბოლიზმს.
  • თუკი დილაობით ყავას არ დავლევთ, თქვენს ორგანიზმს გაუმარტივდება მადისა და სისხლში გლუკოზის რეგულირება.
  • ოთახის ტემპერატურის წყალი ასევე ააჩქარებს თქვენს მეტაბოლიზმს.
  • შეგიმსუბუქდებათ ალკოჰოლზე მოთხოვნილება.
  • შეძლებთ მადის გაკონტროლებას.
  • ბანანის დიეტა - ასევე შესანიშნავია ცელულიტის წინააღმდეგ საბრძოლველად.

დატოვეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრება, ერთად განვიხილოთ ამ დიეტის ავკარგიანობა. გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს. დატკბით ცხოვრებით!