როგორ გავიმართოთ წელში: 8 საუკეთესო რჩევა ამ საშინელი პრობლემის გადასაჭრელად.

როგორ გავიმართოთ წელში: 8 საუკეთესო რჩევა ამ საშინელი პრობლემის გადასაჭრელად.
გამართული წელი არა მხოლოდ სიარულის ლამაზ მანერასთან ასოცირდება, არამედ ის ჩვენი ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. წელში მოხრის შედეგად იკუმშება შინაგანი ორგანოები, რასაც მათი ფუნქციონირების გაუარესებამდე მივყავართ. ქრონიკული თავის ტკივილი, ტკივილის განცდა გულ-მკერდისა და ხერხემლის არეში - გამრუდებული ხერხემლის მუდმივი თანამგზავრები.

როგორ გავიმართოთ წელში: 8 საუკეთესო რჩევა ამ საშინელი პრობლემის გადასაჭრელად.

დღის არასწორი რეჟიმი, არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვა, საწოლის რბილი ზედაპირი და კომპიუტერის წინ საათობით ჯდომა- ხერხემლის გამრუდების უმთავრესი მიზეზები.

დღის-ღამის განმავლობაში 2-4 საათი საკუთარ სმარტფონში ყურება უტოლდება ხერხემლის კისრის არეზე 700-1400 საათიან სტრესულ დატვირთვას.



საბედნიეროდ, გამრუდებული ხერხემლის გასწორება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. თქვენ უბრალოდ მოგიწევთ საკუთარი თავის კონტროლილება გარკვეული დროით, რათა მიეჩვიოთ წელის გამართულად ჭერას.



1. იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში საათობით გიწევთ კომპიუტერის წინ ჯდომა, პირველ რიგში დაარეგულირეთ მონიტორის დახრის კუთხე. ეკრანის ცენტრი უნდა მდებარეობდეს თვალის დონეზე ოდნავ ქვემოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს ფეხები მაქსიმალურად უნდა მიაბჯინოთ იატაკს, ხოლო იდაყვებით უნდა დაეყრდნოთ მაგიდას ან სავარძლის სპეციალურ საიდაყვეებს, რათა შეამციროთ დატვირთვა წელზე.



2. დადეთ თავი ბალიშზე ისე, რომ კისერი ჰაერში არ დარჩეს. მეორე ბალიში შეგიძლიათ ამოიდოთ ფეხებს შუა.



3. მაქსიმალურად მოერიდეთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, რადგან მათი ტარების დროს დატვირთვა ხერხემალზე წარმოუდგენლად დიდია.



4. ყოველთვის გეჭიროთ თავი სწორად. თქვენ მაშინვე იგრძნობთ, თუ როგორ გიადვილდებათ სუნთქვა.



5. დღის განმავლობაში გამონახეთ სულ რამდენიმე წუთი, რათა გაიწელოთ და გაახუროთ ხერხემალი.



6. არავითარ შემთხვევაში ჩამოიკიდოთ მძიმე ჩანთა ცალ მხარზე. წონა აუცილებლად უნდა გაანაწილოთ თანაბრად ორივე ხელზე. უკეთესი იქნება, თუ უპირატესობას ზურგჩანთას მიანიჭებთ.



7. ჩამოჯექით სავარძლის ან მაგიდის კიდეზე, მაქსიმალურად მოდუნდით და მოიხარეთ წელში. ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია: თქვენ დაუყონებლივ დაკარგავთ წონასწორობას! ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა საკუთარი თავის გაკონტროლებისთვის.



8. რეგულარულად შეასრულედ მსუბუქი ვარჯიშები ხერხემლისთვის, რათა საბოლოოდ შეძლოთ ამ პრობლემის დავიწყება.



გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და იყავით ჯანმრთელები! არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!