წელის ტკივილის ( ლუმბაგო ) მკურნალობა ხალხური საშუალებებით.

წელის ტკივილის ( ლუმბაგო ) მკურნალობა ხალხური საშუალებებით.
ლუმბაგო (წელკავი ) - შეტევითი მწვავე ტკივილია წელის არეში, რომელიც უმთავრესად წარმოიქმნება ხერხემლის კუნთების გადატვირთვის შედეგად ( სიმძიმეების აწევისას ან უგერგილო, მოუქნელი მოძრაობისას ). დაავდება ჩვეულებრივ იწყება უეცარი გაკავებითი ტკივილით წელის არეში, უფრო იშვიათად ამაკვეთრი ტკივილით, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ მწვავეში გადადის. ავადმყოფს არ შეუძლია წელში გამართვა, ზურგის კუნთები დაჭიმულია, მტკივნეული.
მკურნალობას ნიშნავს ექიმი. პირველ რიგში რეკომენდებულია წოლითი რეჟიმი რამდენიმე დღის განმავლობაში. მიზანშეწონილია ზურგზე წოლა; მოხრილი, აწული ფეხების დადება ბალიშზე ან დახვეულ საბანზე. საწოლი უნდა იყოს სწორი და ხისტი.


რჩევები წელკავის დროს ტკივილის შესასუსტებლად

  • კარგად შველის ცხელი აბაზანები, და აგრეთვე მშრალი ქილები წელის არეში, დაზელვა სხვადასხვა მწვავე მალამოებით.

  • ძალიან კარგი საშუალებაა - წიწაკის სალბუნი. ის უნდა მიეკრას წელზე და შეიძლება გაიჩეროთ რამდენიმე დღე სხეულის დაუზიანებლად.

წელის ტკივილის მკურნალობა :

ამერიკული აგავა. გახეხეთ წვრილ სახეხზე მცენარის ფოთოლი; მიღებული მასა ( ჭენჭო ) შეიზილეთ ღამით. დაზელილი ადგილები შეიხვიეთ რაიმეთი და დაიფარეთ საბანი. ზოგჯერ შეზელვის შემდეგ კანზე ჩნდება დამწვრობა, ბუშტულებიც კი და თავს იჩენს ძლიერი ქავილი ტკივილებით.
შეზელვის გამეორება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ , როცა კანი დამშვიდდება.
1-2 შეზელვისათვის საკმარისია 200-300 გრ ფოთლები 4-5 წლიანი აგავასი. აგავას ჭენჭოს შესანახად, მის ნარჩენებს უნდა დაასხათ სპირტი და ამ ნარჩევით ისარგებლოთ შემდგომი პროცედურებისთვის.

წყლის იელი. 2 ს/კ ბალახს დაასხით 5 ს/კ მზესუმზირის ზეთი. ჭურჭელს მჭიდროს დაახურეთ სახურავი და დააყენეთ 12 სთ ცხელ ქურაზე. გააგრილეთ, გაწურეთ. გამოიყენეთ გარეგანად შეზელვისათვის.

კატაბალახა. ნაყენი დაასხით ლამბაზქე, დაასველეთ მასში დოლბანდი ან სხვა ნაჭერი, დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე და გაიკეთეთ კომპრესი; გაიჩერეთ ვიდრე გეყოფათ მოთმინება.

სალბი სამკურნალო. სალბის ექსტრაქტი ( გამონაწური ) გააზავეთ წყლით 1:5 ან მოამზადეთ ნაყენი და შედგით საყინულეში. შემდეგ ამ ყინულით დაიზილეთ მტკივნეული ადგილი.

ნაკრები

შეურიეთ გვირილის ყვავილედისა და ყვითელი ძიძოს თანაბარი წილები. დაასხით 2 ს/კ ნარევს 1 ჭიქა ქაფქაფა მდუღარე წყალი. გააცივეთ და გაწურეთ. გამოიყენეთ სველსაფენებისთვის.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური