ოქროს რძე: უბრალო სასმელი,რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ოქროს რძე: უბრალო სასმელი,რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია
ოქროს რძე - იმდენად სასარგებლო სასმელია, რომ ყველა ჩვენთაგანი მას ყოველ დღე უნდა სვავდეს. ამ ჯადოსნური სასმელის მთავარი შემადგენელი ინგრედიენტია კურკუმა. ამ მცენარის ფესვებისა და ფოთლების შემადგენლობაში შედის ყვითელი ფერის სახამებელი კურკუმინი და მრავალი ეთერზეთები. ამ მცენარის ანთების საწინააღმდეგო თვისებების შეფასება საკმაოდ რთულია, ის აქტიურად იბრძვის კიბოს უჯრედების წინააღმდეგაც კი, ვინაიდან მის შემადგენლობაში ძალიან ბევრი ანტიოქსიდანტია.



წამოგიდგენთ "ოქროს რძეს" სასარგებლო თვისებების შთამბეჭდავ სიას:
  • ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებები
  • იმუნიტეტის ამაღლება
  • ანტი კანცეროგენული თვისებები
  • ქოლესტერინის მარეგულირებელი ნივთიერება
  • საჭმის მომნელებელი სისტემის მოწესრიგება
  • ღვიძლის დეტოქსიკაცია
  • წონისა და ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება
  • ორგანიზმში ნორმალური წნევის შენარჩუნება
  • მეხსიერებისა და თავის ტვინის მოქმედების გაუმჯობესება
  • კანის დაავადებების მკურნალობა
  • დახმარება ნერვული გაღიზიანებისას


ამ სასმელის მთავარი კოზირია - კურკუმაში წიწაკის დამატება. ჩვეულებრივ შავი წიწაკა შეიცავს პიპერინის ნივთიერებას, რომელიც კურკუმის აქტიურ ათვისებას აორგამებს.


როგორ დავამზადოთ "ოქროს რძე"
თავდაპირველად საჭიროა დავამადოთ კურკუმის პასტა, ამისათვის კი დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები:
  • 1/4 ჭიქა კურკუმის ფხვნილი
  • 1/2 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა
  • 1/2 ჭიქა გაფილტრული წყალი


შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და ცოტახანს ხარშეთ ნელ ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ. მიღებული ნაზავი შეგიძლიათ შეინახოთ ქილაში, მაცივარში - არ არის აუცილებელი მისი ყოველდღე მომზადება და ეს მისი დიდი პლიუსია.


ინგრედიენტები ოქროს რძისთვის
  • 1 ფინჯანი ნუშის ზეთი (კანაფის ან ქოქოსის ზეთიც კარგი ვარიანტია)
  • 1ჩ/კ ქოქოსის ზეთი
  • 1/4 ჩ/კ ან მეტი კურკუმას პასტა, რომლის რეცეპტიც ზემოთ შემოგთავაზეთ.
  • თაფლი


შეურიეთ ყველა ინგრედიენტი თაფლის გარდა და გაათბეთ, მაგრამ ნუ მიიყვანთ დუღილის ტემპერატურამდე, დაუმატეთ ცივი რძე და თაფლი გემოვნებით - თაფლის გაცხელება არ შეიძლება, ვინაიდან ის კარგავს სასარგებლო თვისებებს. სასმელი მზად არის შეგიძლიათ მიირთვათ!

გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებს და დაგვიტოვეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.