როგორ მოვამზადოთ დაბალ კალორიური ზეფირი სახლში?!

როგორ მოვამზადოთ დაბალ კალორიური ზეფირი სახლში?!
დაბალკალორიული დესერტი, რომელიც შეიცავს 80კკალ 100 გრამზე და ძალიან მარტივი მოსამზადებელია. გარდა იმისა, რომ ასეთი ტკბილეული თქვენს ფიგურას ზიანს არ მიაყენებს, ის საოცრად გემრიელიცაა.
ინგრედიენტები:
  • კეფირი - 1 ლ
  • უცხიმო არაჟანი - 3/4 ჭიქა
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • ჟელატინი - 2 ს/კ
  • წყალი - 2 ჭიქა
  • ვანილის შაქარი - 1/2 პაკეტი

მომზადების წესი:
1. ჟელატინი ჩაალბეთ თბილ წყალში 30-40 წუთით, შემდეგ დაბალ ცეცხლზე გამუდმებული მორევით მიიყვანეთ დუღილის მდგომარეობამდე, მოხსენით ცეცხლიდან და გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე.
2. კეფირი, არაჟანი, ჩვეულებრივი და ვანილის შაქარი შეურიეთ და ათქვიფეთ 5-6 წუთის განმავლობაში. შემდეგ მორევის პარალელურად დაუმატეთ ჟელატინი და ათქვიფეთ თავიდან 4-5 წუთის განმავლობაში.
3. მიღებული მასა გადაიტანეთ ფორმაში და მოათავსეთ მაცივარში 3-6 საათით. გაცივების შემდეგ ზეფირი უნდა დაჭრათ პორციებად. დანის მაგიერ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი საცხობი ფორმები.
4. სახლის ზეფირს ძალიან უხდება დაფქული თხილეული და საყვარელი მურაბის ნაყოფი. თუმცა ასეთი გემრიელი დამატი დესერტზე დამატებით კალორიებსაც გულისხმობს.