რეცეპტი: პიცა ქათმით, ბეკონით და მარწყვით

რეცეპტი: პიცა ქათმით, ბეკონით და მარწყვით
ინგრედიენტები:
  • 1 პორცია პიცის ცონი (300 გრაიმი)
  • 250 გრამი მოცარელა
  • 200 გრამი შემცვარი ან გამომცხვარი ქათმის კულმკერდის ფილე
  • შებოლილი ბეკონის 4 თხელი ნაჭეი
  • 1 თავი წითელი, ტკბილი ხახვი
  • 1/3 ჭიქა არცისე ტკბილი მარწყვის ჯემი
  • 1/ 4 ბალზამირებული ძმარი
  • 1 ჩაის კოვზი ცხარე ჩილის სოუსი
  • 5 ტოტი ქინძი
  • 8-10 მარწყვის ნაყოფი
  • 2 სუფრის კოვზი მანი (ფაფა)



ნაბიჯი 1
მოათავსეთ ლითონის ლანგარი რუმელში შუა დონეზე. გაახურეთ ღუმელი 225 ˚С მდე. შეწვით ბეკონი ტაფაზე, მანამ სანამ ის ხრაშუნა არ გახდება შემდეგ კი გადაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე, ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად. დატეხეთ მცირე ნატეხებად.

ნაბიჯი 2
ჩაასხით ბალზამირებული ძმარი ქვაბში და წამოადუღეთ, შემდეგ დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ 4-5 წუთი,სანამ სითხე არ განახევრდება. დაუმატეთ მარწყვის ჯემი და ცხარე სოუსი, შემდეგ კი კარგად გადაურიეთ. გამოიღეთ ცეცხლიდან და გააცივეთ.

ნაბიჯი 3
გაშალეთ პიცის ცომი დიამეტრით 35 სანტიმეტრი. გამოსაცხობ ქაღალდს მოაყარეთ მანი და გადაიტანეთ პიცის ცომი მასზე.

ნაბიჯი 4
ხახვი გაარჩიეთ და დაჭერით წვრილ ნახევარწრეებად. ქათმის გულმკერდი დაწერით მცირე კუბებად და შეურიეთ 2 სუფრის კოვზ ბალზამირებულ სოუს. დარჩენილი სოუსი მოასხით ცომს და თანაბრად გადაანაწილეთ ისე, რომ კიდეებამდე 2საინტიმეტრი თავისუფალი დატოვოთ. დაალაგეთ ქათმის ხორცი ცომზე.

ნაბიჯი 5
მოაყარეთ ქათმის ხორცს 3/4 ყველი, შემდეგ კი გადაანაწილეთ ბეკონი და ხახვი. შემდეგ მოაყარეთ დარჩენილი ყველი.

ნაბიჯი 6
გადაიტანეთ პიცა ცხელ ლანგარზე და მოათავსეთ ღუმელში 8-10 წუთით, მანამ სანამ ყველი არ გადნება და ცომის კიდეები ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს. გამოიღეთ პიცა ღუმელიდან და აცადეთ გაგრილდეს 1-2 წუთი. დაჭერით მარყვის ნაყოფი და წვრილად დაჩეხეთ ქინძი. მოაყარეთ პიცას ქინძი და მარწყვი და შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ ის.