რეცეპტი: ვირთევზას სუპი ნორვეგიულად

რეცეპტი: ვირთევზას სუპი ნორვეგიულად
ვირთევზას ნორვეგიული სუპის 4-6 პორციის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ ერთი საათი. რეცეპტი საშუალო სირთულისაა მაგრამ გემო მოლოდინს გადააჭარბებს.

ინგრედიენტები:
  • 3 ჭიქა თევზის ბულიონი
  • 2 ჭქა რძე
  • 1 ჭიქა ცხიმიანი ნაღები
  • 6 სუფრის კოვზი კარაქი
  • 500 გრამი ვირთევზას ფილე - კანის გარეშე
  • 4 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 2 საშუალო ზომის სტაფილო
  • 1 ღერო მწვანე ხახვი (მხოლოდ თეთრი და მწვანე ნაწილი)
  • 1 მცირე ზომის ნიახურის ფესვი
  • ნიახურის 2 ღერო
  • პატარა თავი ხახვი
  • 4 კბილი ნიორი
  • პატარა კონა კამა
  • ერთი კონა პეტრუშკა
  • 1 ლიმნის წვენი
  • 1,5 სუფრის კოვზი ვუსტერის სოუსი
  • მარილი, ახალდაფქული შავი პილპილი


მომზადების წესი:
  1. ნაბიჯი 1
    გაასუფთავეთ ბოსტნეული.ხახვის თავი, ნიახურის ფესვი და ღერო დაჭერით წვრილ კუბებად, მწვანე ხახვი წვრილ ნახევარ-რკალებად. კარტოფილი დაჭერით მსხვილ კუბებად, სტაფილო -ალყა-ალყა. ნიორი წვრილად დაჩეხეთ.

  2. ნაბიჯი 2
    ქვაბში, საშუალო ცეცხლზე გაადნეთ კარაქი. ჩაყარეთ ნიორი, ნიახურის ღერო, ხახვი და ხახვის ღერო, მოაყარეთ მარილი,პილპილი და მოამზადეთ დარბილებამდე 8-10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ სტაფილო, ნიახურის ფესვი, კარტოფილი. ჩაასხით ბულიონი, რძე, ნაღები, ვუსტერის სოუსი და წამოადუღეთ. შემდეგ დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ მორევით მანამ სანამ ბოსტნეული არ დარბილდება დაახლოებით 25 წუთი.

  3. ნაბიჯი 3
    ვირთევზა დაჭერით ნაჭრებად 5х2 სანტიმეტრი. დაუმატეთ თევზი ბულიონს და გააგრძელეთ ხარშვა, ფრთხილად ურიეთ მომზადებამდე დაახლეოებით 5-6 წუთი. წვრილად დაჭერით კამა და პეტრუშკა და დაუმატეთ სუპს ლიმონის წვენთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში დაუმატეთ კიდევ მარილი და პილპილი.