იტალიური ბრინჯის პეროგი

იტალიური ბრინჯის პეროგი
FPAPARAZZI წარმოგიდგენთ საკმაოდ მარტივად მოსამზადებელ იტალიურ ბრინჯის პეროგს. მისი 8 პორციის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ მაქსიმუმ 1 საათი. შეგიძლიათ მიმართოთ იმპროვიზაციას, დაუმატოთ კურკებგამოცლილი ალუბალი და კომშის ჩირი.

ინგრედიენტები:
  • 250 გრამი ბრინჯი არბორიო
  • 1 ლიტრი რძე
  • 100 გრამი შაქარი
  • 1 ლიმონის გახეხილი ცედრა (კანი)
  • მწიკვი მარილი
  • 1 სუფრის კოვზი კარაქი
  • 1 სუფრის კოვზი ხმელი პურის ქერქი
  • 4 კვერცხი
  • 100 გრამი წვრილად დაჭრილი ნუში
  • 100 გრამი ცუკატები
  • შაქრის პუდრა მოსაყრელად.



მომზადების წესი:
იტალიური ბრინჯის პეროგი ნაბიჯი 1 აადუღეთ რძე შაქრითა და ლიმონის ცედრის ნახევარით, ჩაყარეთ ბრინჯი და მარილი. დაუკელიც ცეცხლს და ხარშეთ 25 წუთი. შემდეგ გააცივეთ და დროდადრო ამოურიეთ ბრინჯს.



ნაბიჯი 2 ცუკატები დავჭრათ პატარა ნაჭრებად. განაცალკევეთ ცილა და კვერცხის გული. ბრინჯში დაუმატეთ კვერცხის გული, წვრილად დაჭრილი ნუში, დარჩენილი ცედრა და ცუკატები. გადაურიეთ.



ნაბიჯი 3 ცილა ათქვიფეთ გასქელებამდე და შევურიოთ ბრინჯის მასას. შესაბამისი ზომის ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ გამხმარი პურის ქერქი. მოვათავსოთ მიღებული მასა ფორმაში და 35 წუთი გამოვაცხოთ ღუმელში 180°С-ზე.