მრავალძარღვას 5 სამკურნალო თვისება, რომელიც თქვენ დღემდე არ იცოდით!

მრავალძარღვას 5 სამკურნალო თვისება, რომელიც თქვენ დღემდე არ იცოდით!
ჯერ კიდევ ბავშვობის წლებში ჩვენ ხშირად გავიგონებდით: "თუკი დაიმტვერით და რამე იტკინეთ ჭრილობაზე მრავალძარღვა უნდა დაიდო". თუმცა ვინ იცოდა მაშინ, რომ ამ მხიარულ რჩევას სამეცნიერო დადასტურება ჰქონდა ?

გაგიკვირდებათ და ეს არ არის მრავალძარღვას ერთადერთი სამკურნალო თვისება... ხალხურ მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებენ მის ფოთლებსა და თესლს, უფრო იშვიათად კი ფესვებს. იმას კი კონკრეტულად რისთვის გამოიყენებენ fpaparazzi მოგიყვებათ ამ სტატიაში.

მრავალძარღვა მედიცინაში.

  1. ჭრილობების შეხორცება
    სინამდვილეში მრავალძარღვას წვენი აჩქარებს ჭრილობიდან ჩირქის გამოდინებას, აშუშებს ანთებით პროცესებს. კანის დაზიანებულ უბნებზე უდნა დავიდოთ წვრილად დაჭრილი ფოთლები რაც ჭრილობებისა და წყლულების სწრაფ მოშუშებას უწყობს ხელს.
  2. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას
    კუჭის და ნაწლავების მუშაობის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციას უწევენ შემდეგ რეცეპტს: 250მილილიტრ ადუღებულ წყალში დაუმატეთ 3 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი მრავალძარღვას ფოთლები და ნაყენი დავაყენოთ არანაკლებ 8 საათისა, შემდეგ კი უნდა მივიღოთ 1სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3 ჯერ ჭამის წინ.
  3. გაცივების მკურნალობა
    მრავალძარღვა ითვლება საუკეთესო საშუალებად ხველისა და გაცივების სამკურნალოდ. მაგალითად, მაღალი ტემპერატურის დროს ამზადებენ მცენარეულ ჩარის, რომელშიც მრავალძარღვას სიროფს, ვირისტერფას და ცოტა მალინას.
  4. შეკრულობის სამკურნალო საშუალება
    5 ჩაის კოვზ მრავალძარღვას თესლს უნდა დავასხათ 1/4 ლიტრი ადუღებული წყალი, დავაყენოთ მინიმუმ ერთი საათი, გავაცივოთ, გავფილტროთ და მივიღოთ ჭამამდე 2 ჩაის კოვზის ოდენობით.
  5. ნიკოტინზე დამოკიდებულებასთან საბრძოლველად
    მრავალძარღვას ასევე წარმატებით გამოიყენებენ, ნიკოტინზე დამოკიდებულების მოსახსნელად: მრავალძარღვას ფოთლები უნდა მოხარშოთ და დალიოთ ნახარში სამჯერ დღეში.

მიუხედავად ამ მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო სასარგებლო მახასიათებლებისა, ამ მცენარის გამოყენებას ზოგიერთი უკუჩვენებაც აღენიშნება. თუკი ადამიანი მაღალი მჟავიანობით იტანჯება მაშინ მრავალძარღვათი მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი. ასევე თავდაპირველად სასურველია ჩაიტაროთ ანალიზები და გაარკვიოთ ხომ არ გაქვთ მიდრეკილება ტრომბისწარმოქმნისადმი.
როგორიც არ უდნა იყოს უკუჩვენებები, უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ მრავალძარღვა - ნამდვილი სამკურნალო ბალახია!