დავიკლოთ 3 კილოგრამი სამუდამოდ: ცილების დიეტით!

დავიკლოთ 3 კილოგრამი სამუდამოდ: ცილების დიეტით!
ცილები - არის ნივთიერება, რომელიც აუცილებელია ახალი უჯრედების საშეებლად, ჰორმონების სინთეზისთვის და სხვადასხვა ფერმენტებისთვის,რომლებიც ნივთიერებათა ცვლაზე არიან პასუხისმგებელნი. ცილების (იგივე პროტეინები) დაგროვება ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია, ამიტომ ისინი მუდმივად უნდა შევავსოთ საკვებთან ერთად.

ცილების დიეტის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ცილებიანი საკვების მონელება ხანგრძლივი და რთული პროცესია. ცილები შიმშილის გრძნობის ჩახშობაში გვეხმარება, აძლიერებს კუნთებს და აიძულებს ორგანიზმს დაწვას დაგროვილი ცხიმები, განსაკუთრებით მუცელსა და გვერდებზე.

ცილების დიეტა გასახდომად
fpaparazzi წამოგიდგენთ ცილების დიეტის ერთდოულად ორ სქემას, გასახდომად. ისინი კლასიკური ვარიანტებისგან განსხვავდება იმით, რომ ნახშირწყლები მოცემულ შემთხვევაში სრულად გამოირიცხება რაციონიდა, იმისათვის, რომ ორგანიზმის მუშაობას ზიანი არ მიადგეს.

ცილების დიეტის სქემა № 1
  1. დილით გაღვიძებისთანავე, უზმოზე დალიეთ 250მილიგრამი თბილი წყალი. ეს ხერხი დაგეხმარებათ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის გაოღვიძებაში.
  2. 30 წუთის შემდეგ კი შეგვიძლია ვისაუზმოთ: 1 მოხარშული კვერცხი.
  3. სადილად, სამხარზე და ვახშამზე დიეტის მთელი პერიოდის პირველ ნახევარში მიირთვით მოხარშული ქათმის ხორცი
    მისი მომზადება უნდა მოხდეს შემდეგნაერად: მოხარშეთ ხორცი მომზადებამდე მეორე ბულიონში (პირველი გადააქციეთ ადუღებისთანავე), წალს მარილი არ უქნათ. კანი თუკი აქვს, მოაშორეთ, ხორცი გაავლეთ ადუღებულ წყალში დარჩენილი ცხიმების მოსაშორებლად. ხორცის დღიური ნორმაა -800გრამი.
  4. დიეტის მეორე ნახევარი მიუძღვენით ნაწყლავების გაწმენდა: ყოველდღიურად შეჭამეთ ახალი 1,5 კილოგრამამდე ბოსტნეული, რომლებიც ბევრ სახამებელს არ შეიცავენ.
  5. მთელი დიეტის განმავლობაში სვით არანაკლებ 2 ლიტრი წყალისა.


ცილების დიეტის სქემა № 2
  1. მთელი 10 დღის განმავლობაში სვით 2 ლიტრი წყალი ყოველდღე, ასევე ასკილის ნახარში.
  2. პირველ დღეს ჭამეთ მხოლოდ მოხარშული კვერცხი: 4-6 ცალი.
  3. მეორე დღეს - თევზეული. მოხარშული თევზი ცხიმების გარეშე ამ დღეშ შეგიძლიათ ჭამოთ ნებისმიერი რაოდენობით (ნორმალურის ფარგლებში, რათქმუნდა.)
  4. მესამე დღეს ჭამეთ მხოლოდ უცხიმო ხაჭო შიმშილის გრძნობის გაქრობამდე და არა გაძღომამდე.
  5. მეოთხე დღე - ჭამეთ ქათმის ხორცი, მომზადებული იმ ფორმით როგორც პირველ სქემაშია აღწერილი.
  6. მეხუთე დღე - ნებადართულია ჭამოთ ნახშირწყლები. მოხარშეთ 1 კილოგრამი კარტოფილი კანით. უმარილოდ.
  7. მეექვსე დღე - ეძღვნება უცხიმო საქონლის ხორცს. მიირთვის ისიც შიმშილის გრძნობის გაქრობამდე.
  8. მეშვიდე დღე - ნედლი ბოსტნეული. მოამზადეთ სალათა.
  9. მერვე დღე - იმათვისაა ვისაც ტკბილეული მოენატრა: მთელი დღის რაციონი შეადგინეთ ხილისგან
  10. მეცხრე დღე - სვით მხოლოდ კეფირი - დაახლოებით 1,5 ლიტრი
  11. მეათე დღე - გამწმენდი. ამ დღეს სვით მხოლოდ ასკილის ნაყენი და წყალი.


დიეტის დასრულების შემდეგ კვირაშ ერთხელ მოაწყეთ განტვირთვითს დღე ცილებით. ამოირჩიეთ ნებისმიერი პროდუქტი დიეტის ნებისმიერი დღიდან. შედეგი საკმაოდ თვალსაჩინო იქნება. მიუხედავად ამისა ეს დიეტა იწვევს უკუჩვენებებსაც ამ დაავადებების დროს: საჭმისმომნელებელი სისტემის გაღიზიანება, შეკრულობა, წყლული, ნებისმიერი ქრონიკული დაავადება.


გაუზიარეთ ეს სტატია მეგობრებს, და არ დაგავიწყდეთ თქვენი მოსაზრებების დაკომენტარება!