ესტონური დიეტა და უმალვე "მინუს 6" კილოგრამი!

ესტონური დიეტა და  უმალვე "მინუს 6" კილოგრამი!
ესტონური დიეტა, რომელსაც გასაოცარი შედეგი აქვს!

თქვენ სასწრაფოდ გახდომა გსურთ, მისდიეთ ესტონურ დიეტას, რომლის დროსაც მხოლოდ ერთი და იგივე პროდუქტის მიღება შეგიძლიათ 24 საათი 6 დღის მანძილზე მხოლოდ ერთი და იგივე პროდუქტი უნდა მიიღოთ!

ამ დიეტის ფარგლებში უკვე მესამე დღეს შესამჩნევ შედეგს მიიღებთ და ცვლილელები გექნებათ ზომებში. თუ თქვენ ამგვარი სახის დიეტას გაუძლებთ შეგიძლიათ კიდევ ერთი დღე დაამატაოთ და უკეთესი შედეგი გექნებათ გარანტირებული.

მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს დიეტა მათთვის ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ კატეგორიულადაა აკრძალული!

დიეტის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ესტონური დიეტის დადებითი მხარეები ისააა რომ კერძის მზადება არ გჭირდებათ, მაგრამ:

ქალბატონებზე 6 დღიანი ესტონური დიეტა ცუდად მოქმედებს. მან შეიძლება გამოიწვიოს პურღებინება, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. ასევე ცუდად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, იწვევს ავიტამინოხს და ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს აქვეითებს.

დიეტის დასრულებისას, როგორი წარმატებითაც დაიკლეს წონაში, იგივენაირად შეუძლიათ მოიმატონ, რადგან ხშირად სწორი კვების შეუნარჩუნებლობის გამო შედეგი ისევ უარყოფითია ხოლმე.

მშიერი რაციონი აფერხებს ნივთიერებათა ცვლას და ორგანიზმი გადადის ენერგიის ეკონომიაზე და კალორიების მომარაგებაზე.

მიუხედავად დიეტის მინუსებისა, მისი დაცვის მსურველი ძალიან ბევრია! თუმცა ასჯერ დაფიქრდი და ერთხელ გაჭერიო - მართებულია ამ შემთხვევაში. იქნებ სხვა ვარიანტი სცადოთ, რომელიც ცნობილია 7 ფურცლის სახელწოდებით, მასში შეზღუდვებიც ნაკლებადაა.

ესტონური დიეტის მენიუ:

ამ დიეტას ცილების დიეტას ეძახის, სამი დღის მანძილზე მხოლოდ ცილების მიღებაა საჭირო, მისი რაციონი კი ასეთია:

  • დღე 1: მაგრად მოხარშეთ 6 კვერცხი, გადაანაწილეთ მთელი დღის მანძილზე და მიირთვით.
  • დღე 2: 500 გრ უცხიმო ხაჭო ყოველგვარი დანამატების გარეშე უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში.
  • დღე 3: 700 გრ მოხარშული ქათმის გულმკერდი, ესეც ყოველგვარი მარილისა და დანამატების გარეშე უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში.
  • დღე 4: 200გრ ნებისმიერი სორტის მოხარშული ბრინჯი, რომელიც მზა ფორმით 600 გრ წარმოადგენს, გახდება თქვენი მთელი დღის რაციონი.
  • დღე 5: 6 საშუალო ზომის კართტოფილით კვებავთ ორგანიზმს.
  • დღე 6: ვაშლებით მთავრდება თქვენი დიეტა, მათი რაოდენობა არაა შეზღუდული, მაგრამ 2 ცალიც საკმარისი იქნება დანაყრებისათვის.


თუ გადაწყვეტთ რომ მაქსიმალურად განაგძოთ დიეტა, შეგიძლიათ მეშვიდე დღეს კეფირის დიეტაზე გადახვიდეთ.

ესტონური გახდომის საშუალება:

ესტონურმა დიეტამ მაქსიმალური შედეგი და მინიმალური უკუჩვენებები რომ არ გამოიწვიოს მისდიეთ შემდეგ რეკომენდაციას:

ორგანიზმმა შიმშილისაგან შოკი რომ არ მიიღოს თავიდან კალორიების შემცირებით უნდა დაიწყოთ მისი მომზადება.

მიიღეთ მაქსიმალური რაოდენობით სითხე, უბრალო წყლის საშუალებით, რომელიც ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნაში დაგეხმარებათ და შეგინარჩუნებთ ვიტამინებს 6 დღის განმავლობაში.

თუ იგრძნობთ ზომაზე მეტ გამოფიტვას, მიიღეთ მწვანე ბოსტნეული: კიტრის, სალათის ფურცლების ან კომბოსტოს სახით.

დიეტის დასრულებისას კი მთავარია იცოდეთ როგორ შეინარჩუნოთ წონა დიდი ხნის განმავლობაში. ამისათვის კი სწორი კვებაა აუცილებელი.

თუ შიმშილის ატანა შეგიძლიათ და გაქვთ საკმარისი ნებისყოფა, შეგიძლით ეს მკაცრი დიეტა დაიცვათ, რომელიც 6 კილოგრამს დაგაკლებინეთ, თუმცა გაფრთხილებთ რომ ეს არც თუ ისე ადვილი საქმეა.