სასმელის რეცეპტი ღვიძლზე ცხიმის წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის

სასმელის რეცეპტი ღვიძლზე ცხიმის წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის
ღვიძლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ფილტრავს და ამუშავებს სისხლს. ის ასრულებს უამრავ ფუნქციას: საკვები ნივთიერებების მეტაბოლიზმი, მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდა, ცილების წარმოება, სისხლის შედედება, ცხიმების მონელება, სისხლში შაქრის დონის დარეგულირება, ნაღველის გამომუშავება და ა.შ.

ღვიძლის ძირითადი აშლილობა გახლავთ მასში ცხიმების დაგროვების შედეგი, რომელიც ხელს უშლის ნორმალურ ფუნქციონირებაში. ეს ზემოქმედებას ახდენს ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე და ცხიმები გროვდება არტერიებსა და ორგანოებში. ეს კი შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მზიეზი გახდეს.

ღვიძლში ცხიმების დაგროვების მიზეზები:
  • რაციონში ცილების უქონლობა
  • ზოგიერთი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება
  • ალკოჰოლის ხშირი მოხმარება
  • ფერმენტების დეფიციტი
  • მეტაბოლიზმის დარღვევა


პროფილაქტიკა და მოცილება:

ცხიმების ღვიძლში დაგროვების საუკეთესო პრევენცია გახლავთ ცილების რეგულარული მოხმარება.
შრატის პროტეინებს შეიცავს რძის მჟავები, ასევე მასში არის ფერმენტები, ამინომჟავები, ცილები, ვიტამინები, მინერალები: კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი.
კვლევების თანახმად, ეს საშუალება შესანიშნავია ჰიპერტონიის, ინსულტის, გულის შეტევის პრევენციისთვის, ის არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს იმუნიტეტს.

ინგრედიენტები:
  • 1 ლიტრი რძე
  • 1 ლიმონის წვენი


მომზადება:
  1. გაათბეთ რძე, დაამატეთ ლიმონის წვენი, სანამ თბილია. კარგად მოურიეთ და ნელ-ნელა განაგრძეთ გათბობა, სანამ მწვანე გამჭვირვალე სითხეს არ შენიშნავთ (შრატი).
  2. გადაასხით მწვანე სითხე კონტეინერში და შეინახეთ გრილ ადგილას.
  3. ღვიძლის ჯანმრთელობისთვის, ჩართეთ შრატის პროტეინი ყოველდღიურ რაციონში, მიიღეთ მინიმუმ 50 მლ დღეში 1-2-ჯერ.


იხილეთ ვიდეო: