ეს 3 ვარჯიში ცხიმის წვას სულ რაღაც 1 წუთში გააქტიურებს! ძალიან ეფექტური საშუალებაა

ეს 3 ვარჯიში ცხიმის წვას სულ რაღაც 1 წუთში გააქტიურებს! ძალიან ეფექტური საშუალებაა
FPAPARAZZI გთავაზობთ დამატებით სტიმულს სავარძლიდან წამოსადგომად. ეს 3 სუპერვარჯიში იმდენად მცირე დროს მოითხოვს, რომ საკმარისია სარეკლამო ჭრის დროს შეასრულოთ. გამოიყენეთ დრო უაზრო რეკლამების ყურების ნაცვლად, სასარგებლო ვარჯიშებისთვის. ამისათვის კი ჯილდოდ სარკეში არეკლილ მკვრივ სხეულს და ლამაზ ფორმებს მიიღებთ.


ვერჯიშები ცხიმეის დასაწვავად
ეს არის სტატიკური ვარჯიშები, ხელების და ფეხების ქნება დიდად არ მოგიწევთ შესაბამისად არც დიდი სივრცის აუცილებლობა წამოიქმება: მიიღეთ საჭირო პოზიცია და ამ მდგომარეობაში გარკვეული დროის მანძილზე გაჩერდით. თითოეული ვარჯიშის ხანგრძლივობა 30 წამიდან 1 წუთამდეა.როდესაც კუნთებში წვას იგრძნობთ, თავი ხელში აიყვანეთ და მოითმინეთ კიდევ 10 წამი. სწორედ ამ დროს იწყება ცხიმების აქტიური წვა.

წინ და ზევით

საწყისი მდგომარეობა: ფეხები მხრების გასწვრივ, ხელები დაშვებული ტანის გასწვრივ,შეეცადეთ შეასრულოთ ნახევარ-ბუქნები, მოახდინეთ სავარძელზე დაჯდომის იმიტიაცია და ამავდროულად ხელები მაღლა აიშვირეთ და შეეცადეთ გაიწელოთ ზევით. წელი ამ დროს მოხრილი არ უნდა გქონდეთ.
მნიშვნელოვანია! ამ ვარჯიშის შესრულების დროს მუცლის კუნთები მაქსიმალურად დატვირთულ მდგომარეობაში უნდა იყოს, ასევე გააკონტროლეთ წელის სისწორეც.


ხიდი
ეს 3 ვარჯიში ცხიმის წვას სულ რაღაც 1 წუთში გააქტიურებს! ძალიან ეფექტური საშუალებაა
საწყისი პოზიცია: დაწექით ზურგზე და ფეხები მუხლებში მოხარეთ, ხოლო ხელები გვერდებზე გადაყარეთ. გაასწორეთ და დაჭიმეთ ცალი ფეხი და შეეცადეთ ის გაჭიმულ მდომარეობაში ზევით ასწიოთ. დაჭიმეთ თეძოები და დუნდულები, წელი აწიეთ ზევით. იგივე მოძრაობები შეასრულეთ მეორე ფეხზეც.
მნიშვნელოვანია! დააკვირდით რომ წელი არ მოიხაროს, ხოლო ფეხი ერთ ხაზზე იყოს პრესთან.


გაწელვა

საწყისი მდგომარეობა: დადექით მარჯვენა მუხლზე, მარჯვენა ხელით დაეყრდენით იატაკს, მარცხენა ფეხი გაშალეთ და დაჭიმეთ, ხოლო მარცხენა ხელი თავზე შემოიდეთ. ამ მდგომარეობაში შეასრულეთ გაწელვები. გაიმეორეთ იგივე ვარჯიში მეორე ფეხისთვისაც.
მნიშვნელოვანია! არ დავივიწყოთ მუცლის კუნთებიც, გააკონტროლეთ რომ წელი მუდამ სწორ მდომარეობაში გქონდეთ.


რეგულარული ვარჯიშს შეუძლია თქვენი სხეულის შეცვლა. ეს ვარჯიშები კი იმის თვალსაჩინო მაგალითია, რომ კარგი შედეგების მიღწევა სახლის პირობებშიც შეიძლება მთავარია არ დაიზაროთ.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ამ ვარჯიშებში მცირე ცვლილებებიც შეიტანოთ, უბრალოდ გახსოვდეთ ძირითადი პრინციპები წელი მუდამ სწროდ მდგომარეობაში გქონდეთ, მაქსიმალურად დაჭიმეთ კუნთები და მოითმინეთ 10 წამი, სწორედ ამ დროს მოხდება ცხიმების წვის აქტივაცია.