შეასრულეთ ეს ვარჯიში დღეში 1 ხელ 4 წუთის განმავლობაში და 28 დღის მერე ახალ სხეულს მიიღებთ!

შეასრულეთ ეს ვარჯიში დღეში 1 ხელ 4 წუთის განმავლობაში და 28 დღის მერე ახალ სხეულს მიიღებთ!
წარმოგიდგენთ ახალ გამოწვევას, რომელიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით უდიდესი პოპულარობით სარგებლობს!
ტანის შუა ნაწილის გასამკვრივებლად მთავარი საშუალება - მაჯებზე დაყრდნობით ვარჯიშია

როგორც დამწყებს, თქვენ შესაძლოა ეს ვარჯიში ზედმეტად მარტივად ჩათვალოთ და მისი იგნორირება მოახდინოთ. ეს ვარჯიში ზედმეტ ცხიმებს მოგაშორებთ მუცლის არედან, გააძლიერებს ზურგისა და ტანის ზედა ნაწილის, დუნდულების, ხელების და ფეხების შინაგან და შიდა კუნთებს.

რაღაცით ეს ვარჯიში აზიდვებს წააგავს. თუმცა ეს ვარჯიში სტატიკურია. ამ ვარჯიშში მოძრაობები არ არის, კუნთებიც არ გაფართოვდება და შეიკუმშება. ისინი შიგნიდან დაიტვირთებიან და გაძლიერდებიან.
ამ ვაჯიშების ამოცანა დროის მუდმივ ზრდაშია ამ ოთხი კვირის მანძილზე. თავდაპირველად თქვენ 20 წამიანი ვარჯიშებით იწყებთ და ბოლოსკენ ადიხართ 4 წუთამდე.

საბოლოოდ კი თქვენი სხეული უფრო გაძლიერდება და გალამაზდება, კუნთები გამოიკვეთება და თქვენი ახალი სირთულეებისთვის იქნებით მზად.
წამოგიდგენთ სრულ ინსტრუქციას:
ვარჯიშის შესასრულებლად აუცილებელია იმყოფებოდეთ ჰორიზონტალურ პოზიციაში.
სხეულის ზედა ნაწილი განლაგებული უნდა იყოს ერთ ხაზზე, როდესაც თქვენ დგებით მაჯებზე.
შეზნიქეთ მუცელი, თავი დაიჭირეთ სწორედ. დაჭმეთ დუნდულები და არ მოეშვათ, თანაბრად გადაანაწილეთ წონა ორივე ხელზე და ფეხზე, დაიცავით ბალანსი.
როდესაც ისწავლით დაბალანსებული პოზიციის მიღება, დარჩენილი გექნებათ მხოლოდ საბოლოო მიზნისკენ ყოველდღიური სვლა.



წარმოგიდგენთ სრულ 28 დღიან გრაფიკს:

დღე 1 — 20 წამი
დღე 2 — 20 წამი
დღე 3 — 30 წამი
დღე 4 — 30 წამი
დღე 5 — 40 წამი
დღე 6 — დასვენება
დღე 7 — 45 წამი
დღე 8 — 45 წამი
დღე 9 — 60 წამი
დღე 10 — 60 წამი
დღე 11 — 60 წამი
დღე 12 — 90 წამი
დღე 13 — დასვენება
დღე 14 — 90 წამი
დღე 15 — 90 წამი
დღე 16 — 120 წამი
დღე 17 — 120 წამი
დღე 18 — 150 წამი
დღე 19 — დასვენება
დღე 20 — 150 წამი
დღე 21 — 150 წამი
დღე 22 — 180 წამი
დღე 23 — 180 წამი
დღე 24 — 210 წამი
დღე 25 — დასვენება
დღე 26 — 210 წამი
დღე 27 — 240 წამი
დღე 28 — გაჩერდით იმდენ ხანს, რამდენსაც შეძლებთ.

თქვენ პირველივე 20 წამზე შეამჩნევთ ამ ვარიშის სირთულეს, მაგრამ ნუ დანებდებით!