როგორ დავიყენოთ ბრყელი და ლამაზი მუცელი, ჯადოსნური ვარჯიშები დილისათვის!
გსურთ გქონდეთ ლამაზი სხეული?! სწორედ ამ მიზნით უნდა გაიღვიძოთ ყოველდღე და მაშინ თქვენი ოცნებები ხორც შეისხავს! ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე კი აუცილებელია ყოველ დილით შეასრულოთ ეს მარტივი ვარჯიშები. fpaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ იმ მარტივი ვარჯიშების სიას, რომლის დახმარებითაც თქვენ გარანტირებულად მიიღებთ შედეგს.
შეასრულეთ ეს ვარჯიშები ყოველ დილას:
ყველა ეს ვარჯიში დაგეხამრებათ ბრყელი მუცლის დაყენებაში და ისინი მინიმუმ თითოეული 15 ჯერ უნდა შეასრულოთ, დროთა განმავლობაში გაზარდეთ დატვირთვა ვარჯიშების რაოდენობის ზრდის ხარჯზე. პირველ თვალსაჩინო ეფექტს 15 დღე რეგულარული ვარჯიშის შემდეგ ნახავთ.
შეასრულეთ ეს ვარჯიშები ყოველ დილას:
- დაწექით ზურგზე, მოხარეთ ფეხები მუხლებში, ხელები თავსუკან მოითავსეთ ისე, რომ იდაყვები გვერდებზე იყოს გაშვერილი - მზერა მიმართულია ზევით. აწევისას -ჩაისუნთქეთ, ხოლო საწყის პოზიციაში დაბრუნებისას ამოისუნთქეთ.
- დაწექით ზურგზე, ხელები დუნდულებს ქვემოთ, ცოტათი აქიეთ სწორი ფეხები (მაქსიმუმ ერთ მტკაველზე). ჩასუნთქვისას შეასრულეთ ტანის აწევის მოძრაობა, ხოლო ამოსუნთქვისას დაბრუნდით საწყის პოზიციაში - ისე, რომ ფეხები კვლავ მცირედით აწეულ, გამართულ მდგომარეობაში იყოს.
- ფეხები გადაჯვარედინებულია მუხლებში,ხელები თავს უკან. შეასრულეთ წელის აწევები და შეინარჩუნეთ სუნთქვის ტექნიკა როგორც წინა ვარჯიშებში.
- დაწექით, ფეხები გადააჯვარედინეთ თურქულად. ამ მდგომარეობიდან შეასრულეთ გვერდზე გადახრები.
- მოახარეთ ფეხები მუხლებში, ხელები თავს უკან და თანმიმდევრულად მიიტანეთ იდაყვები მუხლებთან.
ყველა ეს ვარჯიში დაგეხამრებათ ბრყელი მუცლის დაყენებაში და ისინი მინიმუმ თითოეული 15 ჯერ უნდა შეასრულოთ, დროთა განმავლობაში გაზარდეთ დატვირთვა ვარჯიშების რაოდენობის ზრდის ხარჯზე. პირველ თვალსაჩინო ეფექტს 15 დღე რეგულარული ვარჯიშის შემდეგ ნახავთ.