როგორ შევქმნათ საახალწლო ატმოსფერო სახლში, როცა განწყობა ნული გაქვთ

გირლანდა

მრავალფერად მოციმციმე განათებები განსაკუთრებულ მაგიას ფლობენ. მათ განწყობის გაუმჯობესება შეუძლიათ და ინტერიერსაც აცოცხლებენ. მორთეთ გირლიანდებით ფანჯრები ან კედელი, კიბეები ან ჭერი.
საახალწლო კომპოზიცია

საახალწლო კომპოზიციის შექმნა თავისებური სახის მედიტაციაა. ამისთვის დაგჭირდებათ: გირჩები, ნაძვის ხის სათამაშოები, გირლიანდი, ფიფქები, ჭურჭელი, მანდარინი, სანთლები. ჩართეთ ფანტაზია და ალტერნატიული ნაძვის ხე შექმენით.
საახალწლო გვირგვინი

საშობაო გვირგვინი შობის დასავლური სიმბოლო. ულამაზესი დეკორით გააფორმეთ კარები, საწოლი, დივანი, შემოსასვლელი. შეგიძლიათ საკუთარი ხელით გააკეთოთ.
ნაძვის ხის სათამაშოების მაგია

ყველაზე მარტივი გზა სახლის საახალწლოდ მოსართავად - აიღეთ ნაძვის ხის სათამაშოები და მორთეთ ყველაფერი თქვენ გარშემო. საახალწლო აქცენტები, რომლებიც ახარებს თვალსაც და გულსაც.