ამ საოცარი იდეის განსახორციელებლად დაგჭირდებათ ცარიელი ბოთლი და მარილი

ამ საოცარი იდეის განსახორციელებლად დაგჭირდებათ ცარიელი ბოთლი და მარილი
ხშირად ხდება ისე, რომ ახალი წელი ახლოვდება და შესაფერისი განწყობა არ გვაქვს. საშობაო დღესასწაულებზე მოწყენა არაფრით არ შეიძლება. ეს სიკეთისა და სასწაულების დროა, რისიც გვჯერა ბავშვობიდან; და თუკი ფეხქვეშ თოვლს ხრაშახრუში არ გაავს და თოვლის ბაბუის მოვალეობებიც დიდი ხანია უკვე თქვენ შეითავსეთ ოჯახში, ეს არ გაძლევთ სასოწარკვეთის საბაბს. მომავალ წელს უნდა შევხვდეთ ისე, როგორც გვინდა რომ გავატაროთ ის.



იმისათვის, რომ სახლში შეიქმნათ მყუდრო და საზეიმო ატმოსფერო და ბიძგი მისცეთ თქვენ საახალწლო განწყობას, გთავაზობთ დაიწყოთ მორთულობებით. გირლიანდების კაშკაშა განათებები, ნაძვის ტოტები, ფერადი სათამაშოები და თემატური დეკორაციები ვერავის დატოვებს გულგრილს. ჩვენ გიამბობთ, როგორ უნდა მორთოთ სახლი იაფი და ხელმისაწვდომი მასალით.



თქვენ დაგჭირდებათ

  • ღვინის ცარიელი ბოთლები
  • სპირტი ან ლაქის მოსაშორებელი აცეტონიანი საშუალება
  • გრუნტი ან საღებავის ბალონი
  • ზღვის მარილი
  • წებო


როგორ გავალამაზოთ ბოთლი

  1. იმისათვის, რომ მოამზადოთ ბოთლი, მოაცალეთ ეტიკეტი. ამისთვის გამოგადგებათ სპირტი ან ლაქის მოსაშორებელი საშუალება.



  2. წაუსვით ან შეასხით საღებავი. თუ ფენა ზედმეტად გამჭვირვალე გამოვიდა, დააცადეთ შეშრეს და ხელახლა გადაუსვით.



  3. როდესაც საღებავი გაშრება, წაუსვით ბოთლს თხევადი წებო და ამოავლეთ იგი ზღვის მარილში. წებო უნდა წაუსვათ იმ უბნებს, რომლებიც გინდათ, რომ დათოვლილი იყოს.





  4. გააჩერეთ ბოთლი, კარგად გაშრეს. იმისათვის, რათა დარწმუნდეთ, რომ მარილი არ ჩამოიყრება, შეგიძლიათ ზემოდანაც გადაუსვათ ერთი ფენა წებო.





  5. ამგვარად შეგიძლიათ მორთოთ ნებისმიერი მინის ჭურჭელი. შეგიძლიათ გააკეთოთ ლამაზი დათოვლილი შანდლები ან უბრალოდ ამოავლოთ ნაძვის ხის სათამაშოები. თუ გსურთ რამდენიმე ფერის შერწყმა, გამოიყენეთ სხვადასხვა ფერის ზღვის მარილი.



    ვიმედოვნებთ, რომ ამ სტატიამ შთაგაგონათ. ბოთლების გალამაზებით შეიძლება დაკავდეთ საყვარელ ადამიანთან და ბავშვებთან ერთად. ამგვარი საქმიანობა ყველას მოეწონება. გისურვებთ ახალი წლის მხიარულად გატარებას, ხოლო ჩვენ ამაში ხელს შეგიწყობთ საინტერესო იდეების მოწოდებით.