მეზიბელმა ეზოში ათეულობით ხის ჯოხი შეაგროვა და სასწაული მოახდინა!

მეზიბელმა ეზოში ათეულობით ხის ჯოხი შეაგროვა და სასწაული მოახდინა!
ეს იდეა გაახარებს ყველას, ვინც სადღესასწაულოდ არ ყიდულობს ცოცხალ ნაძვის ხეს.

თქვენ დაგჭირდებათ - ეზოში ან პარკში მოგროვებული ათეულობით ტოტი. სადღესასწაულო დეკორი რამდენიმე წუთში იქნება მზად! თქვენ შეგიძლიათ ორიგინალური კედლის სამკაულის გაკეთება, საკმარისია უბრალოდ გქონდეთ სტილის შეგრძნება. ხელოვნებაში არანაირი შეზღუდვები არ არსებობს.

მეზიბელმა ეზოში ათეულობით ხის ჯოხი შეაგროვა და სასწაული მოახდინა!

როგორ შევქმნათ საახალწლო ნაძვის ხე საკუთარი ხელებით?

თქვენ დაგჭირდებათ

  • 10-20 ცალი სხვადასხვა ზომის ხის ტოტი
  • ხერხი ან ცული
  • ბაწარი
  • მაკრატელი
  • გირლიანდა
  • საახალწლო სათამაშოები


დამზადების წესი

  1. გაასუფთავეთ ტოტები, დაალაგეთ ისინი ზომების მიხედვით ისე, რომ მოგაგონოთ ნაძვის ხე. ცულით შეგიძლიათ ზომების კორექტირება.



  2. მჭიდროთ გადააბით ერთმანეთზე ჯოხები, დაიწყეთ დიდი ტოტიდან. ბოლოში რომ გახვალთ, არ მოჭრათ ბაწარი. მასაც ექნება ჩვეულებრივი ნაძვის ხის წვერი.



  3. ისღა დაგრჩათ, რომ მიამაგროთ ელეგანტური ნაკეთობა კედელზე და მორთოთ გირლიანდით. ხელით ნაკეთი უმშვენიერესი ნაძვის ხეც მზად არის.



  4. შეგიძლიათ მორთოთ იგი სათამაშოებით, გირჩებითა და სხვადასხვა ხელნაკეთი ელემენტებით.



  5. ცხოველების ფიგურებიც მოუხდება. ხოლო ვარსვლავი მართლაც საოცრად გამოიყურება.



  6. ამგვარი ნაძვის ხის ფონზე ნამდვილად მოგინდებათ სამახსოვრო ფოტოს გადაღება.



  7. იგი შეგიძლიათ მორთოთ ორცხობილებითაც, ასევე შუშის სანთლებით (სანათებით), რომლებიც საოცარ ფერებს აირეკლავს კედელზე.



  8. დეკორის ჭრელი საბავშვო ვარიანტი



  9. ხელნაკეთი კრეატიული ნაძვის ხე იქნება შეუდარებელი სამკაული თქვენი სახლისთვის.




ეს მარტივი ვიდეო ინსტრუქცია დაგეხმარებათ იდეალური ნაძვის ხის შექმნაში!