სელებრითების მიერ სილამაზისთვის დაშვებული შეცდომები, რომელთა დავიწყება შეუძლებელია

ანჯელინა ჯოლი

როგორც სჩანს ფილმის"ჩვეულებრივი გული"-ს პრემმიერისთვის ანჯელინა ჯოლიმ გადაწყვიტა მაკიაში ცოტათი შეემსუბუქებინა და ისე რომ სარკეში არ ჩაუხედია გაიპუდრა სახე. შედეგად კი წითელი ხალიჩის ფოტოებზე განათების გამო პუდრა ჩანდა როგორც ფქვილი. ჯოლი ისე რომ არაფერი უეჭვია დიდხანს პოზირებდა მაყურებლისა და ფოტოგრაფების წინაშე. ხოლო მეორე დღეს ინტერნეტი გაავსო მსახიობის სურათებმა კითხვით: რაზე ფიქრობდა მისი ვიზაჟისტი? სინამდვილეში მზგავს სიტუაციაში ბევრი ცნობილი ადამიანი მოხვედრილა, მაგრამ ენჯის შემთხვევამ ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია.
ლინდსი ლოჰანი

ლინდსი ლოჰანი მუდმივად ხვდება იმ ცნობილების სიაში რომელიც თავიანთ ასაკზე უფროსებად გამოიყურებიან. ამის მიზეზი - სელებრითის ზედმეტად გატაცებაა პლასტიკური ქირურგიით. იმის გამო რომ მან პატარაობაშივე მიიღო წვდომა დიდ ფულთან, ლოჰანმა მათ უკეთესი გამოყენება ვერ მოუძებნა ვიდრე საკუთარ გარეგნობაში ინვესტირება იქნებოდა. საქმე ცუდი არ ჩანდა მაგრამ შედეგი მოულოდნელი დადგა. ლინდსი არ დამწუხრებულა და გამოსავალი კვლავ ქირურგებთან იპოვა. 29 ასაკში კი გოგონა საკუთარი თავის კარიკატურას დაემზგავსა.
კიმ კარდაშიანი

ის რომ კიმ კარდაშიანი იმ ქალების რიგს მიეკუთვნება ვისაც უყვარს ყველაფერი ერთად და თანაც ბევრი, ნათელია ზედმეტი სიტყვების გარეშეც. თუმცა რეალითი-ვარსკვლავის ცხოვრებაში კენი ვესტის გამოჩენის შემდეგ ის ბევრად უფრო ელეგანტური გახდა. თუკი კენიმდე ეპოქას გავიხსენებთ, მაშინ პირველი რაც თავში მოგვივა ეს არის უზარმაზარი შავი წამწამები რომელთა მიღმაც თავად კიმის დანახვაც რთული საქმე იყო. ხელოვნური წამწამები რაღაც პერიოდის განმავლობაში კარდაშიანის საყვარელ აქსესუარად იქცა. მას მერე კი მხოლოდ ის შეიცვალა რომ ამჯერად უფრო ბუნებრივ ვარიანტს ანიჭებს უპირატესობას.
ჯენიფერ ლოპესი

ჯენიფერ ლოპესი შეუდარებელია, მასზე დრო გავლენას ვერ ახდენს და ისიც ლამაზდება წლიდან წლამდე - ამიტომაც არის რომ ჯეილოს ეუხერხულებოდა თავისი ძველი ფოტოების ნახვა. განსაკუთრებით იმ პერიოდის დროინდელი როდესაც ის მკვეთრი ტუჩსაცხებით იყო გატაცებული. დიახ ჯეილოს ბიოგრაფიაში იყო ასეთი! დიდი ეფექტისთვის მომღერალს უყვარდა ხელოვნური წამწამებისა და მიწისფერი ჩრდილების გამოყენება.