ცნობილი ადამიანები, რომელთაც პლასტიკური ქირურგიის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ

ცნობილი ადამიანები, რომელთაც პლასტიკური ქირურგიის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ
ალბათ ყველა ადამიანის ოცნებაა საკუთარი ფიზიკური ნაკლების გამოსწორება, რაც 21-ე საუკუნეში საკმაოდ მარტივია და ამას მედიცინას უნდა ვუმადლოვდეთ, თუმცა სამწუხაროდ ყველა ადამიანს შესაბამისი პროცედურების ჩასატარებლად ფინანსები არ ყოფნის... დღეს ჩვენ გთავაზობთ ცნობილი ადამიანების ფოტოსურათებს, რომელთაც პლასტიკური ქირურგიის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ!

ვიქტორია ბექჰემი - ცნობილი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის ცოლი და ჯგუფ "Spice Girls"_ის ყოფილი წევრი. მისი ძველი და ახალი ფოტოს შემხედვარე აშკარაა, თუ რამდენად დიდი სასწაულის მოხდენა შეუძლია პროფესიონალ პლასტიკურ ქირურგს...



იულია ვოლკოვა - ჯგუფ ''t.A.t.U''_ს ყოფილმა წევრმა მოულოდნელად პლასტიკური ოპერაციების მთელი სერია გაიკეთა, რამაც ხალხში დიდი მითქმა-მოთქმა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მისი ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია!

ცნობილი ადამიანები, რომელთაც პლასტიკური ქირურგიის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ

კირა ნაითლი - ჰოლივუდის ვარსკვლავი და კარიბის ზღვის მეკობრე, რომლის შემხედვარე თავდაჯერებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედიცინას სასწაულების მოხდენა შეუძლია!



მადონა - პოპ მუსიკის ნამდვილი დედოფალი და მარად ახალგაზრდა ქალბატონი. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გარდა პლასტიკური ოპერაციებისა, ვარსკვლავი სხვა უამრავ ხერხს მიმართავს ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად (ფიზიკური ვარჯიშები, სწორი კვება და ა.შ).



მაშა მალინოვსკაია - რუსეთში ხალხისთვის ამ ქალბატონის სახელი და გვარი პლასტიკურ ქირურგიასთან ასოცირდება. მაშა არ მალავს, რომ იგი საკმაოდ ხშირად მიმართავს ექიმებს დახმარებისთვის.



ელენა პროკლოვა - საბჭოთა კავშირის ფილმების ცნობილი მსახიობი და უამრავი პოპულარული ტელეგადაცემის წამყვანი. ქალბატონი თავის ასაკში ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებას ქირურგებს უნდა უმადლოვდეს.



სარა ჯესიკა პარკერი - სერიალ ''სექსი დიდ ქალაქშის'' ვარსკვლავი. მისი ოპერაციები შემოიფარგლება მხოლოდ კანის დაჭიმვის პროცედურებით.



ოქსანა ფედოროვა - ნიკოლ ბასკოვის ყოფილი მეუღლე და მის მსოფლიოს ტიტულის მქონე ქალბატონი. თქვენ წარმოიდგინეთ და ასეთი ლამაზი სახის ნაკვთების მქონე ქალბატონიც კი საკმაოდ ხშირად მიმართავს ქირურგებს დახმარებისთვის.



მიკი რურკა - ახალგაზრდობაში ვარსკვლავი თავისი გარეგნობით განუსაზღვრელი რაოდენობით ქალბატონებს იზიდავდა, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად მან არაერთხელ მიმართა პლასტიკურ ქირურგს დახმარებისთვის.