სელებრითების მიერ სილამაზისთვის დაშვებული შეცდომები, რომელთა დავიწყება შეუძლებელია

სელებრითების მიერ სილამაზისთვის დაშვებული შეცდომები, რომელთა დავიწყება შეუძლებელია
მიუხედავად იმისა, რომ ცნობილების იმიჯზე პროფესიონალების მთელი გუნდი ზრუნავს, ზოგჯერ მათ თავსაც ხდება უხერხული სიტუაციები. ეს ყველაზე ხშირად მაშინ ხდება როდესაც ვარსკვლავი თავის გამოვლენას ცდილობს იმის მაგიერ, რომ თავისი საქმის ოსტატებს ენდოს. რა შედეგს იღებენ ამის შემდეგ? მოდით ვნახოთ! fpaparazzi-მ შეაგროვა რამოდენიმე ბიუთი-მარცხი, რომელთა დავიწყება შეუძლებელია.


ნიკოლ კიდმანი

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინოვარსკვლავი ნიკოლ კიდმანი გარეგნობის ცვლილებებით დიდი ხანია დაკავებულია, თუმცა ეს ცვლილებები გარკვეულ მომენტამდე ჩარჩოებს არ სცდებოდა. თუკი ჩვენ ნიკოლ კიდმანის დღევანდელ ფოტოს და 10-12 წლის წინანდელ ფოტოს შევადარებთ რთული დასაჯერებელი იქნება, რომ ეს ერთი და იგივე ადამიანია. როგორც სჩანს პლასტიკური ქირურგია მსახიობისთვის ჰობიდ იქცა. ეს მეტამოფროზები მსახიობის სილამაზეზე პირველად 2014 წლს ფილმის "მონაკოს პრიცნცესა"-ს გამოსვლის შემდეგ აისახა, რომელსაც კრიტიკოსების საშინელი გააქტიურება მოჰყვა.კიდმანის თამაში არ მოიწონეს მისი სახის უმოძრაობის გამო, ის არაერთხელ შეადარეს ნიღავს.

კამერონ დიასი

ზოგიერთი გოგონა უბრალოდ შექმნილია იმისათვის რომ ქერა იყოს. მათ რიცხვს მიეკუთვნება კამერონ დიასიც, ამიტომ როდესაც მან 2006 წელს ქერა თმები გადაცვალა ყვავის ფრთის ფერ თმებზე, მისი თაყვანისმცემლები მსუბუქად რომ ვთქვათ გაოცდენ. შესაძლოა ამ რადიკალური ცვლილების მიზეზი მისი ყოფილ ბოიფრენდთან ჯასტინ ტიმბერკლაიკთან განშორება გახდა და დიასმაც ცხოვრების თავიდან დაწყება გადაწყვიტა, შესაბამისად ქალური ტრადიციის მიხედვით პირველი ნაბიჯი ვარცხნილობის შეცვლა გახდა.თუმცა თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა. რამოდენიმე თვის შემდეგ კი კამერონი კვლავაც ქერა თმებით გამოჩნდა კამერების თვალწინ.



მარგო რობი

კიდევ ერთი ტიპიური ქერა, ავსტრალიელი მარგო რობი წავიდა თმის ფერის ცვლილების ექსპერიმენტზე. გოგონამ აღიარა, რომ მაღალ კლასებში მას თმის მუქი ფერი ქონდა და ეს მას სავსებით აკმაყოფილებდა, მაგრამ როდესაც მან კარიერა კინოში დაიწყო ყველა რეჟისორი თქმის გაღიავებას ურჩევდა. ამის გამო გოგონა თავს უსარგებლოდ გრძნობდა. როგორც აღმოჩნდა რეჟისორები მართლები გამოდგენ - ეს კი მარგომაც მალევე დაინახა და აღიარა. დაიოჯა რა თავისი დაუმორჩილებელი სული, რობიმ კვლავ დაიბრუნა ღია ფერის თმები.



კრისტინა აგილერა

ალბად ბევრს ახსოვს კრისტინას ავორუჟებით გატაცება. როგორც ჩანს მას გულწრფელად სჯეროდა, რომ გარუჯული სხეული იდეალურად აღნიშნავდა მის სილამაზეს. ხოლო მისი გამოფხიზლება და სწორ გზაზე დაბრუნება განაპირობა ერთ-ერთ გამოსვლაზე მომხდარმა სამარცხვინო შემთხვევამ.2012 წელს ფოულის ლეგენდასთან ეტა ჯეიმსთან გამოსამშვიდობებელ ოფიციალურ საღამოზზე, როდესაც კრისტინამ ცნობილი სიმღერა შეასრულა სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს და საპასუხისმგებლო მომენტში მას გასარუჯმა სპრეიმ უღალატა და ფეხებზე დინება დაიწყო. აგილერა გამოსვლის დასრულების შემდეგ უხერხულად მოიწმინდა ის და სასწრაფოდ მოშორდა სცენას.