რატომ გვიყვარდება კინოგმირები ?

უარის მიღების შიში
კინოგმირის ან მსახიობის სიყვარული - საკმაოდ უსაფრთხოა მათი თვალსაზირისთ, ვინც არაერთხელ ყოფილა უიმედოდ (საპასუხოს გრძნობის გარეშე) შეყვარებული რეალურ ადამიანებზე საკუთარი გარემოცვიდან, და მათვის ვისაც ტოვებდენ საყვარელი მამაკაცები, ეს არ არის ღალატი, ეს - ჟანრის კანონია.
ის ეკუთვნის ყველას, და არ ეკუთვნის არავის, ის საერთოა, შესაბამისად - არავისი. კინოგმირი არ მიგატოვებთ, ყოველთვის არის შესაძლებელი თავიდან ჩართოთ ფილმი და კვლავ ნახოთ, თუ როგორ ჩაგხედავთ თვალებში საყვარელი მამაკაცი (არა, რათქმაუნდა, ის კამერაში იყურება, მაგრამ შეყვარებულ ქალბატონებს ეჩვენებათ რომ ეს მზერა ეკუთვნით მხოლოდ მათ.) ყოველივე ეს კი იწვევს სტაბილურობის, სანდოობის, უუარობის შეგრძნებას, რაც თავის მხრივ გაზღვევთ იმედგაცრუებისგან და სულიერი ტკივილისგან.
მოდის კვალდაკვალ
საკმარისია ეკრანზე ახალი ქარიზმატული პერსონაჟი გამოჩნდეს, სიმპათიური ან ადამიანი არასტანდარტული იერით, მაგრამ შესანიშნავი მსახიობური მონაცემებით, საინფორმაციო საშუალებები მაშინთვე იწყებენ პერსონის ან მისი შესრულებული როლის განხილვას. რაც უფრო მეტია ხმაური, მით უფრო მალე ივსება თაყვანისმცემლების რიგები. ისინი ქმნიან თემატურ ჯგუფებს ინტერნეტში, ანთავსებენ ფოტოებს, ინტერვიუს, ნახატებს.
ქალბატონები აქტიურად ახდენენ თავიანთი ინტერესის დემონსტრირებას, ხოლო ის რაც საყოველთაო ინტერეს იწვევს, შეუძლებელია იყოს ცუდი და უხარისხო. შედეგად კი ისინი ვისაც "პრეზენტაციამ ახალი ვარსკავლავი" ჩაუარა გვერდით და ისინიც ვინც მან არავითარი შთაბეჭდილება არ დაუტოვა, დაფიქრდებიან იმაზე: "რატომ არის აღტაცებული ყველა, მე კი არა? იქნებ მე ღაღაც წესრიგში ვერ მაქვს?". ამას "სტადიური გრძნობა" ქვია და ისიც ხდება შეყვარების მოტივი.
ტოპ მსახიობები და მეგაპოპულარული პერსონაჟები - უზარმაზარი რაოდენობის ქალბატონების სურვილი ხდება. ამასთანავე თაყვანისმცემლების ძირითადი ნაწილი არც კი დაფიქრდება იმაზე, რომ ისინი შეყვარებული არიან არა ვინმე კონკრეტულ, ცოცხალ ადამიანზე საკთარი ხასიათი და არა ყოველთვის ღირსეული ჩვევებით, არამედ კარგად დარეკლამებულ ნახატზე. ქალბატონები უბრალოდ მოდას მიჰყვებიან კვალდაკვალ და მალევე ცვლიან თავიანთი ვნების ობიექტს საზოგადოების ახალ რჩეულზე.
ორეულის ძიება
კინოგმირის ან მსახიობის შეყვარების კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზი არის, მისი მზგავსება იმ ადამიანთან ვინც ქალბატონს ოდესღაც უყვარდა რეალურ ცხოვრებაში, ან მსგავსება მის ოფიქრებულ იდეალურ მიმზიდველობასთან. ფიზიკური, მიმიკური, მოძრაობით, გიფურით მზგავსება - ყველაფერი ეს აიძულებს ქალბატონს დააკვირდეს ეკრანულ მამაკაცს და ყურადღებით ადევნოს თვალი მის მსახიობურ ნამუშევარს.
მოცემულ შემთხვევაში ჩვენ სამქე გვაქვს გადაადგილებასთან ან ცვილებასთან, ანუ ქალბატონი ხედავს ეკრანზე არა ამ მსახიობს ან პერსონაჟს, არამედ იმას ვინც ოდესღაც დაკარგა ან ჯერაც ვერ იპოვა. მას უყვარდება საკუთარი ფიქრები, ოცნებები ან მოგონებები, ხანდახან ეს ხდება ხაფანგი, ხანდახან კი იძლევა ფანტასტიურ რეზულტატს. ხდება ისიც, რომ ქალი ხვდება, თუ რეალურად ვინ უნდა რომ ყავდეს გვერდით ან იწყებს მზგავსი მამაკაცის ძიებას თავის გარემოცვაში, ან ცდილობს აღადგინოს ადრე გაწყვეტილი ურთიერთობა.
***
სტატიის დასასრულს ნება მომეცით ავღნიშნო, რომ ჩვენ ვსაუბრობით სწორე შეყვარებულობაზე და არა ნამდვილ სიყვარულზე. რათქმუნდა ასეთებიც ხდება - ქალი ერთხელ და სამუდამოდ ჩუქნის თავის გულს მსახიობს, ის შეძლებისდაგვარად ადევნებს თვალს ყველაფერს, რაც მის თავს ხდება, კითხულობს ინტერვიუს, დადის ხელოვნების საღამოებზე და ეპყრობა მედია-პერსონაჟს რეალურად, მაგრამ რაღაც მიზეზებით შორს მყოფ შეყვარებულს.
ასეთი ქალბატონებისთვის მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანის პიროვნება, ის განიცდის, თუ მის თავს რომე ისე არ არის, თუ ის ავვადაა ან აღარ აქვს როლი. უფრო მეტიც - ისინი არასდროს გაცვლიან მას სხვა მამაკაცზე იმათზეც კი ვინც მათ ბედნიერება შესტავაზა "აქ და ამ წამს". და ზოგჯერ მათ უმართლებთ - ბედი აერთებს მათ, მათ რჩეულებთან, სიყვარული ხდება ორმხრივი. მაგრამ ეს როგორც იტყვიან საერთოდ სხვა ისტორიაა.