ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ყველაზე რთული ბედი აქვთ

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ყველაზე რთული ბედი აქვთ
სასწორი

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ყველაზე რთული ბედი აქვთ

სასწორები მთელი ცხოვრება ებრძვიან ცდუნებას თავი მოაჩვენოს, და არა რომ იყოს. ზედმეტად არიან დამოკიდებულნი სხვების აზრზე, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ და ნებისმიერ ტყუილს იტყვიან, რომ მათგან ქება, თანხმობა, აღტაცება და მხარდაჭერა მიიღონ. დაკისრებული მოლოდინის გასამართლებლად მუდმივ მზადყოფნაში მყოფი სასწორი ბევრ სასიცოცხლო ენერგიას ხარჯავს, ამიტომ საკუთარი იდეების განხორციელებას ვერ ახერხებს. მათ მხოლოდ სხვების იდეების და პროექტების განხორციელება შეუძლიათ. სასწორებს უჭირთ უამრავი კომპლექსისთვის თავის გართმევა, რის შედეგადაც ვითარდება დანაშაულის გრძნობა, უარის თქმის უუნარობა, ნაკლები ვალდებულება და მერყევი ნებისყოფა. ასეთი რთული ნაკრების პირობებში მათ ბედის ტალღების დაჭერა უჭირთ. ბედნიერებას დაიმსახურებენ, თუ მრავალრიცხოვან ხედვაზე უარს იტყვიან, გამოიმუშავებენ საკუთარ აზრს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად მათ სწორად გამოიყენებენ. 


მორიელი



მორიელი საკუთარ ბედს თავად ქმნის. თუმცა, მარტივი გზის მოყვარულები არ არიან, ამის გამო გაცნობიერებულად იქმნიან უსიამოვნებას, რადგან გულწრფელად იმედი აქვთ, ბედნიერებას მარტივად ვერ მიაღწევ. მორიელები აქვს უნარი უბედურებას შეეწინააღმდეგონ და ფერფლიდან აღდგნენ. მხოლოდ ასეთი ნებისყოფის გამო ბედი მათ ღირსეულ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს, თუმცა ამის გამო ცხოვრება კიდევ უფრო რთული და მეომრული ხდება. მორიელებს არ შეუძლიათ დათმობა, მაშინაც კი თუ თავად ბედი ამას მოითხოვს - მათი სიჯიუტე უსაზღვროა. ისინი ინდივიდუალისტები არიან, არ უყვართ დათმობა და ხალხის აზრის თავს მოხვევა. ცვალებად სამყაროში დათმობის უუნარობა მათი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, ხშირად მიზანდასახულობა და ხარის სიჯიუტე ეხმარება მათ ბედნიერების გზის გაკვალვაში, მაგრამ ბედი უბრძოლველად ნებდება მათ, ვისაც დროულად დათმობა და გონიერ კომპრომისზე დათანხმება შეუძლიათ. 


თევზები



თევზების პრობლემის არსი უკიდურესობებს შორის გადასროლაა. ერთნი მიდრეკილნი არიან მელანქოლიისკენ და თავს არიდებს ნებისმიერ ცხოვრებისეულ გამოვლენას (როგორც პოზიტიურს, ასევე ნეგატიურს), სხვები კი, პირიქით, გამაღიზიანებელი ენერგიული ბუნების წყალობით ცხოვრობენ მუდმივ დაძაბულობაში, დამღლელ რბოლაში. ბედის გამოცდის შეუწყვეტელი ბრძოლის შედეგად ხშირად ფიზიკურად და მორალურად იცლებიან.ისინი მთელ ენერგიას დებენ იმის დასამტკიცებლად, რომ მათაც აქვთ ბედნიერების უფლება და ხშირად საკუთარი შეხედულების ტყვე ხდებიან, რომ რაც უფრო მეტს გასცემენ, მით უფრო მეტად დაიმსახურებენ ბედისგან ბედნიერებას. სწორედ ამიტომ როცა პრობლემები რიგში დგება, გულწრფელად ვერ ხვდებიან, თუ რატომ! დაბრკოლებების სიმრავლეს მიჩვეულ თევზს შეუძლია დაინახოს კლდე ნებისმიერ გაუთვალისწინებელ სიტუაციაში და ნებისმიერი წვრილმანის გამო პანიკაში ვარდებიან. თევზებისთვის ბედი რომ კლდედ არ იქცეს და ყურადღებას საკუთარ "მეს" უნდა მიაქციონ, უნდა შეძლონ მეტად გაუგონ საკუთარ სულს და საკუთარი შეხედულებების მსხვერპლი აღარ უნდა იყვნენ.