ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ყველაზე რთული დაბრკოლების გადალახვა უწევთ
"დღეს ჩემი დღე არაა" - ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი ამ სიტყვებს ყველაზე ხშირად ამბობს. რატომ ხვდებათ მათ ყველაზე ხშირად უიღბლობა და როგორ ვებრძოლოთ? ზოდიაქოს თითოეული ნიშანი იღბლის სხვადასხვა დონეს ფლობს. ზოგი - ბედით განებივრებულია, სხვას კი ნაკლებად უმართლებს. FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ ასტროლოგების მიერ არჩეულ 5 ზოდიაქოს ნიშანს, რომელთაც ყველაზე ნაკლებად უმართლებთ.
მათ უფრო მეტი დაბრკოლების გადალახვა უწევთ. თუ ზოდიაქოს ეს ნიშნები მათ ღირსეულად შეებრძოლებიან, სამყარო ჯილდოს არ დაიშურებს.
მათ უფრო მეტი დაბრკოლების გადალახვა უწევთ. თუ ზოდიაქოს ეს ნიშნები მათ ღირსეულად შეებრძოლებიან, სამყარო ჯილდოს არ დაიშურებს.
- თევზები
ყურადღებიანი და მგრძნობიარე ბუნების თევზებს არჩევანის გაკეთება ხშირად უჭირთ და საკუთარ თავს არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად, არამედ ფიზიკურად ტანჯავენ. ამიტომ ხშირად დაძაბულები ხშირად . მათ გონებაში შეიძლება საშიშმა ფიქრმა გაიელვოს, რომ რაც უფრო მეტი სირთულე ხვდებათ, მომავალშ სამყარო მათ მიმართ უფრო კეთილგანწყობილი იქნება. ასეთი მიდგომით თევზები უფრო მეტ პრობლემას იზიდავენ, რადგან მათი აზრები მატერიალურია.
ასტროლოგები ზოდიაქოს ამ ნიშანს ურჩევენ, არ მიიღონ ბედის გამოწვევა როგორც აუცილებლობა, არამედ სცადონ საკუთარ თავში გაერკვნენ და გაექცნენ საკუთარ უკუღმართ ფიქრებს. ამაში მათ მედიტაცია "ბედის გზა" დაეხმარებათ. მისი დახმარებით თევზები ყოველ კუთხეში ბინძურ ხრიკს არ დაელოდება და ახალი ტაქტიკით სიამოვნების შეგრძნებას ისწავლის. - სასწორი
ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის გარშემომყოფების აზრი მნიშვნელოვანია და ხშირად იტყუებიან რომ შექება დაიმსახურონ. სასწორი ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავს, რის გამოც ბედი მათ დაბრკოლებას და სირთულეებს უქმნის, რომ ამ მდომარეობიდან გამოიყვანოს. სასწორმა პრობლემების ძირი საკუთარ კომპლექსებში უნდა იპოვოს და თავი აარიდოს ტყუილს, რომ სინდისის ქენჯნა არ იგრძნოს.
ასტროლოგების აზრით, სწორედ სინდისის ქენჯნა უშლით ხელს გეგმებისა და იდეების განხორციელებაში. ჭირვეული ფორტუნა გაგიმართლებთ, თუ სხვების აზრს ყურადღებას არ მიაქცევთ და გამოიმუშავებთ საკუთარ შეხედულება. ასეთი პოზიცია იღბლიანი იქნება ახალი ცხოვრების დასაწყებად და ცხოვრებაში გეგმის განსახორციელებლად, რომელზეც საკუთარი სიმორცხვის და დამცინავი კომენტარების შიშის გამო უარს ამბობდნენ. - მორიელი
მორიელი გულწრფელად იმედოვნებს რომ ბედნიერებისთვის უნდა იბრძოლოს და ბევრ ენერგიას ხარჯავს რომ ეს მრწამსი ცხოვრებაში განახორციელოს. მას აქვს ბუნებრივი შეუპოვრობა, რომელიც ხელს უშლის მიიღოს სწორი გადაწყვეტილება ან დათმოს იქ, სადაც საჭიროა. მათ უნდა ისწავლონ კომპრომისზე წასვლა, რადგან ბედი მხარს უჭერს მათ, ვისაც დროულად დათმობაზე წასვლა შეუძლიათ და ეყრდნობიან არა მხოლოდ შეუპოვრობას, არამედ ზომიერების გრძნობას და ინტუიციას. - კირჩხიბი
ზოდიაქოს ამ ნიშანს ხელს უშლის სიფრთხილე და ოცნება. ბუნებამ ბევრი დადებითი თვისებით დააჯილდოვა, მაგრამ თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას ბედნიერებისთვის ბრძოლაში ხარჯავენ. მათი სტრატეგიაა - საფრთხეს საკუთარ შინაგან სამყაროში დაემალონ და დაელოდონ უსიამოვნების გადასვლას ოცნებაში და შეთხზულ ბედნიერ გამოსახულებაში.
იღბალი დაგასაჩუქრებთ, თუ დასახული მიზნის მიღწევას და სირთულეს თავაწეული დახვედრას შეძლებთ. ასეთი სტრატეგია დაეხმარება კირჩხიბს თავი აარიდოს პესიმისტურ ფიქრებს და ბრძოლისთვის ძალა იპოვოს. - ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშნის კატეგორიულ და პათოლოგიურ გაზვიადების უნარზე ლეგენდები შეიძლება დაიწეროს. მათი უნიკალური შესაძლებლობა ბუზი სპილოდ აქციონ, ხელს უშლის მათ ზედაპირზე მყოფი გადაწყვეტილების დანახვაში. ეს თვისება პრობლემას პრობლემაზე იზიდავს, რომელიც თოვლის გუნდასავით ვერძს თავს ატყდება. ასტროლოგები თვლიან, რომ ვერძმა სამყარო უნდა მიიღოს ისეთი, როგორიც არის და ისწავლონ ადამიანების ნდობა.
ვერძს ჰაერივით სჭირდება დათმობის უნარი, სადაც ეს საჭიროა და არ უნდა სცადონ ყველაფერის მარტო გაკეთება. მოთმინების სწავლით, ცხოვრებისგან წარმატების შანსს მიიღებენ. ემოციების კონტროლი, გადაწყვეტილების "ცივი გონებით" მიღება ამ ადამიანებს ცხოვრებას გაუმარტივებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერძი მთელი ცხოვრება ერთსა და იმავე კვალზე ივლის.