სასიყვარულო კარმა: ტოპ 3 ზოდიაქოს წყვილი, რომლებიც ერთმანეთის სიყვარულს არასდროს შეწყვეტენ 

სასიყვარულო კარმა: ტოპ 3 ზოდიაქოს წყვილი, რომლებიც ერთმანეთის სიყვარულს არასდროს შეწყვეტენ 
ისინი არიან, როგორც ცეცხლი და ყინული, ისეთი განსხვავებულები და ურთიერთსაპირისპიროები. ბედი მათ ფარული ძაფებით მთელი ცხოვრება აკავშირებს. თანავარსკვლავედში მხოლოდ სამ ზოდიაქოს წყვილს შეუძლია ჭეშმარიტი სიყვარულის საიდუმლოს ფარდა ახადოს. ისინი მთელი ცხოვრება ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი, ასეთი კავშირის დარღვევა მტკივნეული და აუტანელია. დაშორების და ჩხუბის შემდეგაც კი, მთელი ცხოვრება ამ ადამიანთან მოგონებებს თვალის ჩინივით უფრთხილდებიან. სწორედ ამ დროს განიცდიან აბსოლუტურ ბედნიერებას. FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ, ტოპ 3 ზოდიაქოს წყვილს, რომლებიც ერთმანეთის სიყვარულს არასდროს შეწყვეტენ.

  • კირჩხიბი -  თხის რქა

    თუ ვინმეს შეუძლია თხის რქის ყინულის გულის გალღვობა - ეს კირჩხიბია. მათ საერთო საკონტაქტო კავშირი არ აქვთ, აბსოლუტურად განსხვავებული ღირებულებები აქვთ, მაგრამ გრძნობა ისე იპყრობთ, როგორც ჟინი და სუნთქვის საშუალებას არ აძლევთ. 

    მხოლოდ კირჩხიბთან შეძლებს თხის რქა ნამდვილი მგრძნობიარე ბუნების გამოვლენას, ის რომანტიკულ ადამიანად გარდაიქმნება და თავისი პრაგმატული მიზნები ავიწყდება. კირჩხიბს უფრო მეტი სიყვარული სჭირდება, მისთვის ნაკლებია ყურადღება, მომთხოვნი და ურყევია.  

    ამ ორი ნიშანს შორის გრძნობა უკვალოდ არასდროს ქრება. ისინი შეიძლება გარშემომყოფებს უმტკიცებდნენ რომ ყველაფერი დამთავრდა. ასჯერ შეუძლიათ დაიწყონ ცხოვრება თავიდან და ყოველთვის საწყის, ერთმანეთს უბრუნდებოდნენ. თუ ისინი უთანხმოებებთან შეგუებას ისწავლიან,  ორივე საბნის თავისკენ გადაქაჩვას შეწყვეტს, ოქროს შუალედს იპოვიან, ურთიერთობის გამყარებას და შენარჩუნებას შეძლებენ. 


  • ქალწული - თევზები

    ორი აბსოლუტურად საპირისპირო სამყარო - ფანტაზია და რეალობა. სასიყვარულო კავშირის უცნაური ნიმუში. თევზები, გრძნობებით ცხოვრობენ და რაციონალურობიდან შორს არიან და ქალწულები - რომელთაც ყოველი ნაბიჯი გათვლილი აქვთ. რთული წარმოსადგენია, რომ ქალწულს ამ ურთიერთობაში ტკივილამდე სიყვარული შეუძლია, ივიწყებს თავის სურვილებს და მხოლოდ ერთი ადამიანისთვის ცხოვრობს. თევზები თავისი ბუნებით მხოლოდ ემოციებით ცხოვრობენ, სხვანაირად არ შეუძლიათ. 

    ეს ურთიერთობები ქარიშხალს ჰგავს. შეყვარებულები, გრძნობებით შეპყრობილნი, დიდი სიჩქარით უცნობი მიმართულებისკენ მიიჩქარიან. ისინი გარშემო სამყაროს ვერ ხედავენ, მათ არავინ სჭირდებათ, მათი შეხედულებები და ყურადღება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. 

    ასეთი კავშირის დროს წყვილი ნებისმიერ მსხვერპლზე წავა, უარს იტყვის ჩვეულ ურთიერთობის წრეზე, შეიცვლის ჩვევებს, მაგრამ დაშორებას არ დაუშვებს. მათ ურთიერთობას მშვიდს ვერ ვუწოდებთ, ქალწული  თევზების აღზრდას ცდილობს. თევზები თავის მხრივ ცდილობს შეიცვალოს, თუმცა საბოლოოდ ეს ჩხუბის მიზეზი ხდება. მხოლოდ ერთმანეთის მინუსების შეყვარების და ბოლომდე გრძნობაზე მინდობით დედამიწაზე საკუთარ სამოთხეს იპოვიან. 


  • კურო - მორიელი

    კურო ამ ურთიერთობაში თავისთვის ახალ მგრძნობიარე სამყაროს ხსნის. ის მორიელით მოხიბლული საკუთარ თავს და აზრებს აღარ ფლობს. კურო მზადაა სრულად შეიცვალოს ცხოვრება, და ცხოვრება ერთ ადამიანს მიუძღვნას. მთლიანად გადახაზოს თავისი გეგმები და სამუდამოდ მორიელს თავი მიაკუთვნოს. მაგრამ დროთა განმავლობაში ასეთი მსხვერპლი კუროს ცნობიერებაში უკმაყოფილებას იწვევს. ის იხსენებს თავის გეგმებს და პრეტენზიებს გამოთქვამს. მორიელი ჯიუტად თავის აზრზე დგას, შედეგი კი - კონფლიქტი. 

    მორიელის სამყარო ემოციური და მრავალმხრივია, მზად არის კუროს თავისი საიდუმლოებები გაუმხილოს, ცხოვრება მას მიუძღვნა და აურზაურს და განცდების მოაშოროს. მაგრამ მზად არაა მისი იდეალები მიიღოს, უფრო პირიქით, ის შეეცდება მთელი ძალიან მისი აზრები შეცვალოს. 

    ორი ჯიუტი, რომელთაც ერთმანეთსკენ უხილავი ძალა იზიდავს და სიყვარული სურთ. მათ გვერდზე უნდა გადადონ ჩხუბი, ჭამონ და ერთმანეთს ელაპარაკონ. ბედნიერება ხომ გვერდითაა, საჭიროა მხოლოდ ხელი გაიწვდინოთ და აიღოთ. რადგან მათი გზა მათი ბედი, მას კი ვერსად გაექცევით.