აი როგორ ცხოვრობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი დიქტატორის ცოლი

რაც შეეხება ქორწინებამდე ლის ცხოვრებას, სამხრეთ კორეული დაზვერვის მტკიცებით, ქალმა ჩინეთში ვოკალი შეისწავლა, ასევე 2005 წელს სამხრეთ კორეასაც სტუმრობდა.

ჩრდილოეთ კორეელი დიქტატორის მეუღლე ცნობილია დასავლეთის მოდის სიყვარულით. მის გარდერობში შემჩნეული იყო Dior-ისა და Chanel-ის ჩანთები, რაც საერთაშორისო კრიტიკის მიზეზი გახდა.

2017 წლის დასაწყისში ლი მხედველობის არედან გაქრა. ბევრმა გამოიტანა დასკვნა, რომ ქალი ორსულად არის. აგვისტოში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მან ბავშვი გააჩინა.

საინტერესოა, რომ კიმის და მისი ოჯახის შესახებ ბევრი ინფორმაციის გაგება შესაძლებელია NBA-ის ყოფილი ვარსკვლავის დენის როდმანის საშუალებით, რომელიც პერიოდულად ჩრდილოეთ კორეას სტუმრობს და კიმ ჩენ ინთან პირადად მეგობრობს.
ერთხელ კალათბურთელმა თქვა, რომ წყვილის მეორე ბავშვი, კიმ ჯუე ნახა. "ხელში მათი გოგო ჯუე მეჭირა და ქალბატონ ლისთან პირადად მქონდა კონტაქტი" - ამბობს როდმანი ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში.

ვარაუდობენ, რომ ლის მესამე ბავშვის გაჩენა აიძულეს იმის იმედით, რომ ბიჭი გაჩნდებოდა. მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა ერთ-ერთმა ჩრდილოეთ კორეელმა განდგომილმაც.