16 უცნობი ფაქტი ჩრდილოეთ კორეის შესახებ

16 უცნობი ფაქტი ჩრდილოეთ კორეის შესახებ
ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ეს ქვეყანა და მისი მკაცრი პოლიტიკა. ჩრდილოეთ კორეიდან საკმაოდ ხშირია მწვავე მუქარები მთელი კაცობრიობის მიმართ, ასევე მათ ახასიათებთ ისეთი რაიმის გაკეთება, რაც სამყაროსათვის ყოვლად მიუღებელია, მაგრამ მათი პოლიტიკის გამო ქვეყანაში მცხოვრებლებს არ აქვთ უფლება რაიმე ზედმეტი მოიმოქმედონ. ჩვენ წარმოგიდგენთ 16 უცნობ ფაქტს ჩრდილო კორეის შესახებ.

1. ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ კორეამ შექმნა საკუთარი სასაათო ზონა. სასაათო ზონას სტანდარტული ფხენიანის დრო ეწოდა. სწორედ ასეთ სასაათო სარტყელს იყენებს იაპონიაც, რასაც კორეელები კატეგორიულად უარყოფენ.

2. კიმ ჩენ ინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაფერის საფასურმა აშკარად იმატა. ღირებულებები დაახლოებით 2-3 ჯერ გაიზარდა.

3. ბოლო მონაცემებით, რომელიც ჩრდილოეთ კორეამ გამოაქვეყნა, ქვეყანას უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე კიმ ჩენ ინის მამის დროს იყო. ამ ინფორმაციას ვერც ვერავინ ვერ ადასტურებს და ვერც ვერავინ ვერ უარყოფს.

4. კორეის ომმა ჩრდილოეთ კორეაზე შედარებით უარყოფითად იმოქმედა, ვიდრე სამხრეთ კორეაზე. ჩრდილოეთ კორეაში დაბადებული ყოველივე მე-3 ბავშვი რაიმე დაავადებით იბადება.

5. ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებს, რომ მათი მოსახლეობის 100% უმაღლესი განათლების არის.

6. ქვეყანაში თმის სიგრძის კონტროლო მოქმედებს. მამაკაცებს შეუძლიათ 28-მდე თმის სტილი აირჩიონ, ხოლო ქალბატონებს მხოლოდ 14. ქალბატონს ასევე ეკრძალება 5 სანტიმეტრ თმაზე მეტის გაზრდა, თუ ის გათხოვილია. გამონაკლისი მხოლოდ საშუალო ასაკის ქალბატონებზე ან გაუთხოვრებზე მოქმედებს, მათ 7 სანტიმეტრამდე თმის გაზრდა შეუძლიათ.

7. ბილ გეიტსის კაპიტალი ჩრდილოეთ კორეის კაპიტალს რამოდენიმეჯერ აღემატება. ბოლო მონაცემებით ჩრდილოეთ კორეის მთლიანი შიდა პროდუქტი 15.45 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

8. თუ ფხენიანი ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში იქნებოდა, მაშინ ეს იქნებოდა ქვეყანაში სისდიდით მე-4 ქალაქი. ფხენიანში ბოლო მონაცემებით 2,843 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

9. 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩრდილოეთ კორეამ მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. მათ ერთადერთი გოლის გატანა ბრაზილიელებთან გამართულ მატჩში შეძლეს. შეხვედრა 2:1 დასრულდა.

10. ჩრდილოეთ კორეა ფართობით პენსილვანიას უტოლდება. პენსილვანია - 119 283 კვადრატული კილომეტრია, ხოლო ჩრდილოეთ კორეა 120 538 კვ/კმ.

11. ქვეყანა მიწის მხოლოდ 20 %-ს იყენებს დამუშავებისათვის.

12. ქვეყანა ერთ-ერთი უდიდესია იმ ქვეყანათაგან, რომელთაც ჯარში გაწვეული ყავთ ქალბატონებიც და მამაკაცებით. მათ სამხედრო სამსახურში 6.515 მილიონი მამაკაცი და 6,418 მილიონი ქალბატონი მსახურობს. ეს რიცხვი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას რამოდენიმეჯერ აღემატება.

13. ქვეყანას ფართობის მხოლოდ 2.83 % აქვს გზებისათვის დათმობილი. აქედან 25 554 ჩვეულებრივი გზაა (დაუმუშავებელი). ჩრდილოეთ კორეას მხოლოდ 724 კილომეტრი გზა აქვს მოასფალტებული.

14. ქვეყანაში იმდენად ცოტა დამაკავშირებელი გზებია, რომ ამ მანძილით ამერიკაში მცირე ქალაქებსაც კი ვერ დააკავშირებ.

15. ყატარის ერთ სულ მოსახლეზე მოდის 51-ჯერ მეტი მ.შ.პ, ვიდრე ჩრდილოეთ კორეის მოსახლეზე.

16. და ბოლოს, ჩრდილოეთ კორეა ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა მთელს მსოფლიოში. ამაზე არაერთი ფაქტი და კვლევა მოწმობს.