ერთი ყველასთვის: ორი შვილის დედამ გარეგნობა შეიცვალა და ქმრის საუკეთესო მეგობარს ცოლად გაჰყვა 

ერთი ყველასთვის: ორი შვილის დედამ გარეგნობა შეიცვალა და ქმრის საუკეთესო მეგობარს ცოლად გაჰყვა 
ინგუშეთის ეროვნული შეკრების წარმომადგენელი დიკაჯიევი ემხრობა ვერსიას, რომ სასიყვარულო სამკუთხედის მთავარ გმირს ფსიქიკური აშლილობა აქვს. მისი თქმით, ადეკვატური ქალი, რომელიც ინგუშური ტრადიციით აღიზარდა, ასე არ მოიქცეოდა:

"უნდა გავიგოთ, რა შედეგები ამას მოჰყვება, როგორ აისახება ეს ნათესავებზე, ბავშვებზე. ამის დავიწყება შეუძლებელია".



დიკაჯიევიმ ნათესავებს ამ სიტუაციის თავად მოგვარება შესთავაზა:
- ჩვენთან, სანამ ქალს გაათხოვებენ, ადამიანებს ეკითხებიან, ინტერესდებიან. გვქონდა შემთხვევები, როგორიც ამ შემთხვევაში არის - გატაცება. როცა ახალგაზრდები თავად წყვეტენ დაქორწინებას. მაგრამ აქ ყველაფერი საჯაროდ მოხდა, ქორწილი საუკეთესო ტრადიციული მეთოდით გადაიხადეს. ნუთუ გოგონას შესახებ ბიჭის ნათესავებმა არაფერი მოიკითხეს და ვერ გაიგეს? უნდა გავიგოთ, ასე უპასუხისმგებლოდ რატომ მოეკიდნენ ქორწინებას."

ინგუშეთში უფლებამოსილი პირი, ჯამბულატა ოზდოევას ეს სიტუაცია საერთოდ ვერ წარმოუდგენია, როგორ აპირებდა გოგონა ცხოვრების გაგრძელებას:
"არსებობს ვერსია რომ ეს იყო ხუმრობა. მაგრამ არსებობს აზრი - თითქოსდა გოგონას პიროვნების გაორება აქვს, როცა ადამიანში ორი პიროვნება ცხოვრობს. ასეთი ქმედება არანორმალურად ითვლება არა მხოლოდ ჩვენს ერსა და ეთნოსში. ეს საერთოდ უცნაური სიტუაციაა. გოგონა, რომელსაც ჰყავდა ოჯახი, სხვა კაცს ცოლად მიჰყვება. ეს ამორალური საქციელი.  და როგორ უნდა იცხოვრო ორ ოჯახში - ეს საერთოდ თავში არ მომდის. ლოგიკურადაც კი."



ასევე ჯამბულატი ამატებს, რომ გოგონა შიდა დონეზე უნდა გაასამართლონ, რადგან ამ ინციდენტს სისხლის სამართლის დანაშაულის სტატუსი ინგუშეთში არ აქვს..