ერთხელ ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, ერთი დღე არავისთვის გაეღოთ კარი...
ერთხელ ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, ერთი დღე არავისთვის გაეღოთ კარი. დილით ზარმა გააღვიძათ – გაიხედეს, ქმრის მშობლები იყვნენ.
- არ გავაღოთ! – არ გაუღეს და ქმრის მშობლები წავიდნენ...
ცოტა ხნის მერე ისევ ზარის ხმა გაისმა კარზე. გაიხედეს – ცოლის მშობლები. ისევ არ უნდოდათ კარის გაღება, მაგრამ ცოლი ატირდა, ქმარს შეეცოდა და კარი გააღო.
გავიდა დრო... წყვილს 4 ვაჟი გაუჩნდა, მეხუთე კი გოგონა დაიბადა. ქმარმა დიდი დღესასწაული მოაწყო და ისეთი ბედნიერი იყო! მეგობრებმა ჰკითხეს:
- ასე რამ გაგახარა? ბიჭების დაბადებას ასე არ გაუბედნიერებიხარ!
კაცმა ღიმილით უპასუხა:
- ახლა დაიბადა ის, ვინც მე კარს გამიღებს!