მაისური-ბადე, ვარდისფერი ლეოპარდი და სხვა გიჟური მოდა 90-იანების ფილმებიდან 

მაისური-ბადე, ვარდისფერი ლეოპარდი და სხვა გიჟური მოდა 90-იანების ფილმებიდან 
"ჰაკერები", 1995


მძიმე ჩექმები, წინასწარგანზრახული დიდი ზომის ან ძალიან ვიწრო შარვლები, ჯაჭვები, უცნაური ვარცხნილობები და "ბონუსის" სახით - ახალგაზრდა ანჯელინა ჯოლი მოკლე ვარცხნილობით. 




"რომეო და ჯულიეტა", 1996


ყველასთვის ცნობილი რომეო და ჯულიეტას ისტორიის "გათანამედროვებული" ვერსია ახალგაზრდა ლეონარდო დიკაპრიოსა და კლერ დეინსის მონაწილეობით. ფილმი საინტერესოა არა მხოლოდ ორი ბანდის დაპირისპირების, არამედ მათი კონტრასტული სტილის გამო - მონტეკებს გახსნილი ყვავილოვანი პრინტის პერანგები, კაპულეტებს კი ტყავის ქურთუკები აცვიათ. 




"მეხუთე ელემენტი", 1997


ფილმი არტ ობიექტის საგანი გახდა. რაც გასაკვირი არაა, კოსტიუმების მხატვარი თავად ჯანპოლ გოტიე იყო. 




"შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში", 1998


ჰავაის სტილის პერანგები, უცნაური პანამები, შლიაპები და, რა თქმა უნდა, რაულია დიუკის ცნობილი ყვითელი სათვალეები, რომლის როლიც ჯონი დეპმა ბრწყინვალედ შეასრულა. 




"მებრძოლთა კლუბი", 1999


საოცარი ისტორია, საოცარი კოსტიუმები, განსაცვიფრებელი თამაში და რეჟისურა - სწორედ რომ "მებრძოლთა კლუბი" 90-იანების ნამდვილი მანიფესტი გახდა. თუ გიჩნდება სურვილი ჩაიცვა როგორც "ცუდი ბიჭი", აიღე მაგალითი ტაილერ დერდენიდან.