მაისური-ბადე, ვარდისფერი ლეოპარდი და სხვა გიჟური მოდა 90-იანების ფილმებიდან 

მაისური-ბადე, ვარდისფერი ლეოპარდი და სხვა გიჟური მოდა 90-იანების ფილმებიდან 
ყველას, ვინც ახალგაზრდობა 90-იან წლებში გაატარა, ახსოვს როგორი რთული და მძიმე პერიოდი იყო ეს ქვეყნისთვის და მისი მაცხოვრებლებისთვისაც. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა იმპორტული საქონელი და გიჟური მოდის პერიოდი დადგა. დღეს FPAPARAZZI-ს რედაქცია წარმოგიდგენთ გიჟური მოდის თვალსაჩინო მაგალითებს 90-იანების ფილმებიდან. 




"გულით ველურნი", 1990


ოდესღაც ნიკოლას კეიჯი საშინელ ფილმებში საშინელი როლით არ თამაშობდა, არამედ დევიდ ლინჩის ფილმში მონაწილეობდა რეჟისორის საყვარელ მსახიობ ლორა დერნთან ერთად. ნიკოლას კეიჯს გველის კანის ქურთუკი ემოსა. 




"ნამდვილი სიყვარული", 1993


მთავარი გმირის, პატრიცია არკეტის გარდერობი დღეს შოკს და აღტაცებას იწვევს: ფირუზისფერი ბიუსჰალტერი, ვარდისფერი ლეოპარდის პრინტის ელასტიკები და გამჭირვალე მოკლე მაისური.




"მკვლელებად დაბადებულნი", 1994


მთავარი გმირების როლს ასრულებენ ვუდი ჰარელსონი და ჯულიეტ ლუისი - სერიული მკვლელები, რომელთა სისხლიან გზას "მხარს უჭერს" მათი ტანსაცმელი წითელ ფერებში. 




"ვონგ ფუ, მადლობა ყველაფრისთვის ! ჯული ნიუმარი", 1995


უესლი სნაიფსი, პატრიკ სუეიზი, ჯონ ლეგუიზამო სეირნობენ წარმოუდგენელი ბუმბულით, პარიკით, ქუდით და გრძელი ხელთათმანებით. შეგიძლიათ უსასრულოდ უყუროთ. თუმცა ამ "ლამაზმანების" ჩაცმულობის გამეორებას არ გირჩევდით. 




"DOOM-ის თაობა", 1995


ერთ-ერთი საუკეთესო და სასტიკი ფილმი გრეგ არაკის რეჟისორობით, რომელიც სამი მთავარი გმირის ნათელი გამოსახულებით დაგამახსოვრდებათ. DOOM-ის თაობას მინიმუმ ორჯერ უნდა უყუროთ, პირველად სიუჟეტის გამო, მეორედ - როუზ მაკგოუნის სტილი შესასწავლად.